ბოლო წლებში ფეხბურთს უამრავი სტადიონი წაართვეს და ამიტომ ფასობს კომპლექსის გვერდით გარემონტებული "სიხარულის" სტადიონი - ორი თვის წინ ის ნაომარ ტერიტორიას
ოთარ შენგელია: "მთელი ცხოვრება შენების სურვილი მქონდა და მიხარია, ქართული ფეხბურთისთვის პატარა საქმეს რომ ვაკეთებ. "ნორჩმა დინამომ" სოლიდური მასშტაბი შეიძინა: ჩვენს განაკარგულებაშია "მერანის" ბალახისსაფრიანი სტადიონი და სათადარიგო მოედნები, ნაძალადევში "შრომით რეზერვები" და თექმაზე "სიხარული". მუშტაიდის გვერდით მდებარე "ნორჩი დინამო" კი, იმედია, გაზაფხულისთვის ამუშავდება. უკვე იმდენი მსურველია, ყველას ვერც ვავარჯიშებთ. სხვათა შორის, უბნის გათვალისწინებით ძალიან დაბალი გადასახადი დავაწესეთ".
ზორბეგ ებრალიძე, "ნორჩი დინამოს" მწვრთნელი:"თემქა ცენტრი არაა, მაგრამ სკოლას ბავშვები მაინც მიეტანებიან, რადგან ახლა ბევრად უკეთესი პირობები გაგვაჩნია, ვიდრე დიდუბეში. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან თანამედროვე სკოლაში მუშაობა დიდი სტიმულია".
ამიერიდან პირველი ლიგის "ნორჩი დინამო" მეტოქეებს თემქაზე მიიღებს.
"ნორჩი დინამოს" მთავარი მწვრთნელი ვალერი გაგუა:"ასეთი ხალიჩა საქართველოში არსად მეგულება, კომპლექსში ფეხბურთელებს ტრენაჟორებზეც ვავარჯიშებთ. გვაქვს გასახდელები, ტრიბუნები და ყველა ის პირობა, ფეხბურთელმა თავი კომფორტულად რომ იგრძნოს. ჩვენ სკოლის გუნდი ვართ, ანუ ჩვენი პრიორიტეტი ფეხბურთელების შერჩევა, გაზრდა და გზაზე დაყენებაა. ახალ სტადიონზე კი ეს ბევრად უფრო ეფექტურადაა შესაძლებელი".