სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნები: კანდიდატი ოთხია, თარიღი?

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილმა ღიად დააფიქსირა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, ოღონდ უცნობია, თავად არჩევნები როდის გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას უფლებამოსილება 2015 წლის 22 იანვარს ეწურება, თუმცა სფფ-ის წესდების თანახმად, არჩევნების დანიშვნა მას 2015 წლის ბოლომდე შეუძლია.

ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, არჩევნები მას შემდეგ დაინიშნება, რაც თბილისი 11 აგვისტოს ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს, თუმცა ეს ჯერ მაინც ვარაუდია.

კანდიდატი კი ამ ეტაპზე ოთხია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი, "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი
დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი და თბილისის "დინამოს" ლეგენდარული ფორვარდი - ვლადიმერ გუცაევი.

არჩევნებამდე ჯერ დროა და ამ თემაზე წერა კიდევ არაერთხელ მოგვიწევს. ახლა კი მხოლოდ ერთს ვისურვებთ: იქნებ ბოლოდროინდელ ტრადიციას ვუგანოთ და ჩავატაროთ სახელმწიფოს ნებისგან სრულიად თავისუფალი არჩევნები. ეს ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვება იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
შენ ცოტა დააჩირე არავინ გეკითხება,მე შენ არ გეხები, მერე იკითხე რამდენს იხდიდნენ ბავშვები ფულს,ეს ყველამ იცის.
ramazi
19 ნოემბერი 2014 18:42
0
რაც არ იცი ენას რატომ ატლიკინებ. შენ თუ არ მოგცონს ეგ სხვა საქმე მაგრამ უამრავჯერ ცაუკვანია ქართული გუნდები შვეიცარიაში შეჯიბრებებზე და ცდა არ დაუკლია ქართული ფეხბურთის საისიკეთოდ. ნაციონალების დროს საერთოდ ქვეყნიდან გააძევეს და იმ პერიოდში როცა ყველა ჩუმად იყო ( მათ შორის კობიაშვილიც, რომელიც ამ ფედერაციის მუშაობას დადებითად აფასებდა, მარტო ყაველა ლაპარაკობდა სიმართლეს) მე კობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს მაგრამ ამ ეტაპზე, ტავისი პროგრამით და ხედვით მე ყაველაშვილი მგონია ყველაზე ღირსეულ კანდიდატად
daviti-s
19 ნოემბერი 2014 18:20
0
კობიაშვილია ყველაზე კარგი კადიდატი. 1. იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ბუნდესლიგაში ითამაშა, კავშირები აქვს, და თან გერმანია ყველაზე დალაგებული და წარმატებული საფეხბურთო ქვეყანაა ევროპაში სადაც ყველაფერი დარეგულირებული და მოწესრიგებულია. ამ ყველაფრის ქართულ რეალობაზე მორგება კობის ყველაზე უკედ გამოუვა.
2. იმიტომ რომ ფული თავისი ოფლით (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც) უკვე იშოვა და ფეხბურთის ფედერაციაში არამგონია გასამდიდრებლად უნდოდეს მოსვლა.
3. იმიტომ რომ ახალგაზრდაა, მშრომელია, არასდროს დაუწუწუნია და დაზარებია ნაკრებში თამაში და ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. იმედია ფედერაციაშიც ბოლომდე დაიხარჯება და ეხლანდელი 18-19 წლის ბიჭების თაობა მაინც აღარ დაიკარგება ისე როგორც დაიკარგა ყენიას და ანანიძის თაობა...
გიორგი
19 ნოემბერი 2014 17:29
0
არველაძემ ჯობია თვითონ თქვას უარი, რადგან ჯერ4 ხმას ვერც მიიღებს,დაიმ 4 საც მხოლოდ იმიტომ რომ ფულებით გადაიყვანა უმაღლესში ოთხი გუნდი, ამიტ კი დააქცია ფეხბურთი, და გახადა ის ფულბურთად. ავირჩიოთ გუცაევი და კობიაშვილი ერთად.
მამლუქი იმერი
19 ნოემბერი 2014 16:39
0
საჭიროა გარდაქმნა ქართულ ფეხბურთში გვეყო ძველი წარსული ცხოვრება წინ მიდის ჩვენ რაზე უნდა ვრჩებოდეთ მუდამ უკან,თუნდაც პოლონელების პროგრესი ხედავთ როგორ წაიწია წინ.კმარა ძველი ხალხი ძველი ხალხი უკან სვლას ნიშნავს უნდა დაიგრეს არველაძეების კედელი და ბენიფისი არაფერი კარგი ვერ მოიტანა ქართული ფეხბურთისთვის .თვალი ევროპისკენ კობიაშვილი კარგათ ერკვევა მაგ საქმეში და ნაკლებათ გათხვრია ქართულ სიბინძურეში
jojo
19 ნოემბერი 2014 15:57
0
კობი ტავდაბალი და სერიოზული ადამიანი ნაკლებათ ლაპარაკობს და ბევრს აკეტებს
jojo
19 ნოემბერი 2014 15:51
0
კობიაშვილი ან ყაველაშვილი!!!! მე პირადად კობიაშვილის მხარეს ვარ და განათლებაც აქვს მენეჯმენტის მიმართულები მიღებული თუ ეს წყვეტს რამეს!!!
ნიტა
19 ნოემბერი 2014 15:27
0
koba-ს. გეთანხმებით, რომ კობი თავისი წარსულით, მართლაც იმსახურებს ამას. ამ ამაში კი მხედველობაში მაქვს, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მისი არჩევა. საქართველოში კი მასზე მეტად სხვა უამრავი ადამიანი იმსახურებს სფფ-ს პრეზიენტად არჩევას.
aminadar
19 ნოემბერი 2014 15:27
0
რა განათლება აქვს კობის გამაგებინეთ? ფეხბურთის თამაში არ ნიშნავს რო ძლიერი მენეჯერი ხარ
roini
19 ნოემბერი 2014 14:47
0
sheeshvit arveladzes !!!didi ambavi aketos puli da ikos prezidenti.chvenc gverdshi daudget da avitanot uvadot fexburtis ukusvla.
Kaxa
19 ნოემბერი 2014 13:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული