სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნები: კანდიდატი ოთხია, თარიღი?

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილმა ღიად დააფიქსირა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, ოღონდ უცნობია, თავად არჩევნები როდის გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას უფლებამოსილება 2015 წლის 22 იანვარს ეწურება, თუმცა სფფ-ის წესდების თანახმად, არჩევნების დანიშვნა მას 2015 წლის ბოლომდე შეუძლია.

ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, არჩევნები მას შემდეგ დაინიშნება, რაც თბილისი 11 აგვისტოს ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს, თუმცა ეს ჯერ მაინც ვარაუდია.

კანდიდატი კი ამ ეტაპზე ოთხია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი, "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი
დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი და თბილისის "დინამოს" ლეგენდარული ფორვარდი - ვლადიმერ გუცაევი.

არჩევნებამდე ჯერ დროა და ამ თემაზე წერა კიდევ არაერთხელ მოგვიწევს. ახლა კი მხოლოდ ერთს ვისურვებთ: იქნებ ბოლოდროინდელ ტრადიციას ვუგანოთ და ჩავატაროთ სახელმწიფოს ნებისგან სრულიად თავისუფალი არჩევნები. ეს ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვება იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
ჩემი და ალბათ ბევრის აზრით, კობი იმსახურებს თავისი წარსულით!!!
koba
19 ნოემბერი 2014 12:05
0
არცერთი არ ვარგა აქედან! არაფერი შეიცვლება იმიტომ რომ ესენი ყველა ერთმანეთს გავან!!!
del piero 10
19 ნოემბერი 2014 11:40
0
გუცაევს და არველაძეს რა უნდათ ნეტავი
merabi
19 ნოემბერი 2014 11:29
0
პედერაციის ხემცგანელი მიხეილ ყაველასვილი მის გვერდი უნდა იყვეს ვოვა და კობი
ana
19 ნოემბერი 2014 11:20
0
sაუკეტესოა მიხეილ ყაველასვილი კაცი მარტლის მტქმელი
qutaiseli
19 ნოემბერი 2014 11:18
0
mიხეილ ყაველასვილი გირსეული კანდიდატი
qutaiseli
19 ნოემბერი 2014 11:16
0
კიდევ არველაზე არის კანდიდატიი მტლად გაგიჯებულა ხალხსაც აგიჯებს ზალადობა მეზიზგება მაგრამ ეს არველაზე მაგარი დასალეწია და დაილეწება კიდეც ტავი დანებოს მისი საქმე არ არის პედერაცია გაიგე ციმონ
qutaiseli
19 ნოემბერი 2014 11:13
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული