სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნები: კანდიდატი ოთხია, თარიღი?

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილმა ღიად დააფიქსირა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი, ოღონდ უცნობია, თავად არჩევნები როდის გაიმართება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას უფლებამოსილება 2015 წლის 22 იანვარს ეწურება, თუმცა სფფ-ის წესდების თანახმად, არჩევნების დანიშვნა მას 2015 წლის ბოლომდე შეუძლია.

ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, არჩევნები მას შემდეგ დაინიშნება, რაც თბილისი 11 აგვისტოს ევროპის სუპერთასის მატჩს უმასპინძლებს, თუმცა ეს ჯერ მაინც ვარაუდია.

კანდიდატი კი ამ ეტაპზე ოთხია - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი, "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი
დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი და თბილისის "დინამოს" ლეგენდარული ფორვარდი - ვლადიმერ გუცაევი.

არჩევნებამდე ჯერ დროა და ამ თემაზე წერა კიდევ არაერთხელ მოგვიწევს. ახლა კი მხოლოდ ერთს ვისურვებთ: იქნებ ბოლოდროინდელ ტრადიციას ვუგანოთ და ჩავატაროთ სახელმწიფოს ნებისგან სრულიად თავისუფალი არჩევნები. ეს ქართული ფეხბურთის დიდი გამარჯვება იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
კობი და ყაველა ერთად უნდა გაერტიანდნენ და ლევან სალუქვაძემს რაც თქვა კარის ჟურნალისტები პანღურიტ უნდა გაუსწორდნენ არადა ორივეს ეხლა ეგეტი რამდენი ეტენება :)
giji2
24 ნოემბერი 2014 00:20
0
არველაძის გარდა სამივე კანდიდატი მისაღებია, მაგრამ მაინც არსებობს რამდენიმე მაგრამ - ყაველაშვილი და არველაძეები რომ ნათესავები არიან დამთავრდება ვითომ რეზის მარადიული ფედერაციის გენმდივნობა თუ ვიცეპრეზიდენტობა?
- პრინციპში კობი აუტკივარ თავს აიტკივებს, მის ადგილზე უარს ვიტყოდი - ჯობია გაიზარდოს და გამოცდილება მიიღოს!
- რაც შეეხება გუცაევს რატომაც არა - ვიღაც წერს რომ მაგათი დრო წავიდაო, რა დრო წავიდა ფედერაციის პრეზიდენტმა ფეხბურთი კი არ უნდა ითამაშოს, პირიქით მთელი სული და გული უნდა ჩადოს ფეხბურთის განვითარებაში - დავიჯერო გუცაევი დომენტაზე უკეთესი მენეჯერი არ იქნება?!
brola
23 ნოემბერი 2014 22:32
0
იურგენ წადი რაგბის უგულშემატკივრე..არ გეზარება ტყუილად რომ პოსტავ
givi
22 ნოემბერი 2014 13:56
0
კობი, კობი და მხოლოდ კობი!!!! ყველაზე მაგარი კანდიდატია, ყველაზე ღირსეული და მართლა საქმის გამკეთებელი. გუცაევს პატივს ვცემ როგორც წარსულში უძლერეს ფეხბურთელს და მადლობაც ეკუთვნის თუნდაც მარტო დიუსელდორფის გოლისთვის, მაგრამ მაგ თაობის მატარებელი ჩავლილი მგონია მე, ახლა სხვა დროა და სხვა რეალობა, თანამედროვე აზროვნებაა საჭირო, კობი ძალიან მაგარი კანდიდატია!!!! იმ ჰერტაში გერმანელები გიჟები ხომ არ არიან, ქართველი კაცი ჰერტაში დატოვეს სამუშაოდ, მენეჯმენტსაც სწავლობს ადამიანი და ბოლოს ეს ყველაფერი ქართულ ფეხბურთს გამოადგება
იურგენ
21 ნოემბერი 2014 13:22
0
რა ეთნოსი და გუცაევი აგიტყდათ? მგონია თქვენ საერთოდ არ ხართ ფეხბურთის გულშემატკივრები და აქ ინტრიგებს ხლართავთ,ყაველაშვილი კარგი ვარიანტია კარგად ესმის გერმანული და შვეიცარიული განვითარების სტრატეგია! გუცაევი პარლამენტში რომ იჯდა მაშინ უნდა ამოეღო ხმა!!კალაძეს და გუცაევს ხმა არ აქვთ ამოსაღები!!!
givi
20 ნოემბერი 2014 19:31
0
arveladze namdvili kartveli??? rasac is gulshematkivars amcarebs da am dros namdvili kartveli???
Kaxa akims
20 ნოემბერი 2014 18:44
0
babuko- "პატიოსნება,ქრთველობა აი რით გამოირჩევა ლევანი". რაღაც ვერ ჯდება ლოგიკაში ასეთი მოსაზრება. აქცენტი ქართველობასა და პატიოსნებაზე აქვს გაკეთებული, თანაც ეს ორი ასპექტი ერთად? ეს მგელისა და თხის ერთად არსებობას უფრო გავს. ლევანის საწინაამღდეგო არაფერი მაქვს, ის "ჯერ" მართლაც პატიოსანია, მაგრამ ასეთი მოსაზრებების წინაამღდეგი, როგორსაც babuko გვთავაზობს, ნაღრავ ვარ. ქართველობა არა ..........
bibi
20 ნოემბერი 2014 11:09
0
babuko-ს. ვიცი რომ ვოვა გუცაევი ეთნიკური ოსია, ამდენად, შენი აქცენტი ქართველობაზე არაეთიკური და მიუღებელია. რაც შეეხება ლევან კობიაშვილს და რეზი არველაძეს, რამდენადაც ვიცი და მჯერა, ისინიც ნაღდი ქართველები არიან. ბაბუკ, იქნებ ახსნა, რას გულისხმობდი ქართველობაში, როცა ასეთ უაზრო ქომენტარს დებდი? თუმცა, რად მინდა შენი ახსნა, ეს ხომ "ქართულად" აზროვნებაა.
akim
20 ნოემბერი 2014 10:01
0
მიხეილ ყაველაშვილი ცალსახად საუკეთესოა.პროფესიონალიზმი,განათლება.პატიოსნება,ქრთველობა აი რით გამოირჩევა დანარჩენაბისაგან.
babuko
20 ნოემბერი 2014 05:18
0
კანდიდატებში უარესი რა თქმა უნდა არველაძეა სამწუხაროდ ყველაზე მეტი შანსიც მას გააჩნია, არველაძეა მამა კორუფციის ქართულ ფეხბურთში, ჩაწყობა გადაწყობას ალბათ ერთად ჩალიჩობენ კლუბების მეპატრონეებთან და სწორედ მათ უნდა გააკეთონ არჩევანი.
gio
20 ნოემბერი 2014 00:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული