თბილისის "დინამოს" 26 წლის მცველმა "მეტალისტის" შემადგენლობაში პოლტავას "ვორსკლასთან" ამხანაგურ მატჩში (1:1) 90 წუთი ითამაშა.
შევიტყვეთ, რომ თოთაძე თბილისში დაბრუნდა, თუმცა ამ საკითხზე კომენტარებს ერიდება.
ამასობაში, "ლელომ" დააზუსტა, თოთაძეზე დასაკვირვებლად, უკრაინული კლუბის წარმომადგენლები საქართველოში ორჯერ ჩამოვიდნენ. პირველად, ეს ყაზახურ "აქტობესთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრისას მოხდა, ბოლოს კი - 6 ნოემბერს, ბათუმის "დინამოსთან" თბილისური მატჩისას.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისელები ორივე ამ შეხვედრაში დამარცხდნენ (0:1), ხარკოველთა წარმომადგენელზე თოთაძემ მაინც
შევიტყვეთ, რომ თოთაძემ "ვორსკლასთან" მატჩში "მეტალისტის" მწვრთნელ იგორ რახაევსაც მოაწონა თავი. გარდა ამისა, დინამოელს სამსახურს უკრაინის პრემიერლიგის სხვა კლუბიც სთავაზობს.
ხარკოველებმა კონტრაქტზეც ილაპარაკეს, მაგრამ საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. საქმე ისაა, რომ თოთაძეს "დინამოსთან" ხელშეკრულება 3 წლის შემდეგ უმთავრდება. რაკი უკრაინელებს ქართველი ფეხბურთელის აყვანა სურთ, თბილისის "დინამოსთან" სატრანსფერო ფასზე უნდა მოილაპარაკონ.
უკრაინული წყაროს მტკიცებით, თოთაძის სავარაუდო ფასი 100 ათასი ევროა. სინამდვილეში, ეს გერმანული ინტერნეტსააგენტოს, "ტრანსფერმარკტის" მიახლოებითი მონაცემია. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, "დინამომ", რომლის ღირსებასაც თოთაძე 2014 წლის ივნისიდან იცავს, წამყვანი მცველი ასე იაფად დათმოს.
ცნობისთვის, უკრაინის პრემიერლიგაში ჩატარებული 11 ტურის შემდეგ ხარკოვის "მეტალისტი" 16 ქულით მე-5 ადგილზეა და ლიდერ კიევის "დინამოს" 11 ქულით ჩამორჩება. თუმცა სამეულთან ჩამორჩენა ბევრი არ არის.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"