ბენდელას ფინალში სეუ და საბურთალო გავიდნენ

AutoSharing Option
გუშინ "ბენდელას თასზე" ჯგუფური ეტაპის ბოლო და ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. სეუ-მ "პრობაციონერები" 7:2 დაამარცხა, "თბილისმა" კი "ოლიმპი" – 3:2.

ჯგუფური ეტაპი
სეუ 7:2 "პრობაციონერები"
ცხადაძე 2 ბადრიშვილი
ნავალოვსკი 2 ციცხვაია
ოდიკაძე
ლ. ნოზაძე
ცხომარია

"ოლიმპი" 2:3 "თბილისი"

სტეფნაშვილი ჯანელიძე 2
ფანცულაია გორგოძე

ნახევარფინალები
სეუ 4:2 "ოქროს თევზი"
ნოზაძე 2 ამისულაშვილი
ოდიკაძე მაზიაშვილი
ცხადაძე

"თბილისი" 2:6 "საბურთალო"

ჭელიძე ჭანტურია 3
ვაშაკიძე გოგუა
რეხვიაშვილი
გოგოლაძე

ორივე ნახევარფინალი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. სეუ-მ დაძაბულ მატჩში ტურნირის ფავორიტი "ოქროს თევზი" 4:2 დაამარცხა და ფინალში
გავიდა. სეუ-ს ბაქოს "ინტერის" და არნემის "ვიტესის" მცველები დავით ოდიკაძე და გურამ კაშია დაემატნენ, დავით მუჯირის "ოქროს თევზს" კი ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი ლევან კობიაშვილი ვეღარ დაეხმარა, რადგან "ჰერტა" მეორე წრისთვის მზადებას ადრიანად იწყებს და გერმანიაში გაემგზავრა.

გიორგი დევდარიანის 17-წლამდელებისგან შემდგარმა "საბურთალომ" ვეტერანები, დავით სოლოღაშვილი, დავით გოგოლაძე, ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გოგიტა გოგუა და "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია დაიმატა და ლატვიაში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების "თბილისს" 6:2 მოუგო.

მერწმუნეთ, ღირდა გიორგი ჭანტურიას ნახვა. ფეხბურთელი, რომელიც ასაკის მიუხედავად, ჰოლანდიურ კლუბში ერთ-ერთი საუკეთესოა, უფრო გამოცდილი მეტოქეების წინააღმდეგ ლაღად და თავისუფლად თამაშობდა, პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავისიანების გამარჯვება განაპირობა.

დღეს კი "ბენდელას თასის" საიუბილეო, მეოცე გათამაშების გამარჯვებული გამოვლინდება.

15 საათზე იოსებიძის ქუჩაზე მდებარე "ოლიმპის" მოედანზე ერთმანეთს სეუ და "საბურთალო" შეხვდებიან.



.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული