იგი "დინამოს" შემადგენლობაში ბოლო შეხვედრას საქართველოს სუპერთასზე ხუთშაბათს, 11 დეკემბერს ჩაატარებს, სადაც დინამოელების მეტოქე საჩხერის "ჩიხურა" იქნება.
ჩისკო 2011 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს დედაქალაქური გუნდის შემადგენლობაში. ჩატარებულ 126 შეხვედრაში ესპანელმა 77- ჯერ მოახერხა მეტოქეთა კარის აღება.
ორჯერ დასახელდა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად, ორჯერ მოიპოვა საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები და ამდენივეჯერ გახდა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი.
ჩისკო "დინამოში" გატარებულ დროზე კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს ესაუბრა:
"ვფიქრობ, ახლა ის
იმ სამ-ნახევარი სეზონის განმავლობაში, რაც "დინამოში" გავატარე, ბედნიერი ვიყავი, რადგან "დინამო" ორჯერ გახდა ჩემპიონი, ორჯერ მოიგო თასი. ერთდერთი, რაც მოსაგები დამრჩა, საქართველოს სუპერთასია. სუპერთასიც თუ მოვიგე, მაშინ ყველა ტიტული მექნება.
გარდა ამისა, ორჯერ გავხდი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ორჯერ საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი კარიერა 100 პროცენტით არ არის სრულყოფილი, რადგან როდესაც ალექს გარსიამ ამ პროექტზე მითხრა, ჩემი ოცნება გახდა, "დინამოსთან" ერთად ევროპის ლიგაზე ან ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთხელ მეთამაშა. თუმცა ევროთასებზე გასასვლელად ძალიან ცოტა დაგვაკლდა. სხვა მხრივ კი, ყველაფერი კარგადაა.
საქართველოში უამრავი მეგობარი შევიძინე და საერთოდ, ჩემთვის აქ გატარებული სამ-ნახევარი სეზონი ბედნიერი იყო.
მინდა გულშემატკივრებს ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო, რადგან ყველასგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ. დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ ასევე "გლადიატორებისგან" და საერთოდ, "დინამოს" ყველა გულშემატკივრისგან. ისინი ყოველთვის გვერდში მიდგანან, მამხნევებენ და კლუბს ყოველთვის ქომაგობენ.