"უოტფორდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩისკოს კლაუდიო რანიერი შეცვლის.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბს 69 წლის სპეციალისტთან 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება სურს.
შეგახსენებთ, კლაუდიო სამწვრთნელო კარიერის მანძილზე "ჩელსიში", "ფულემსა" და "ლესტერში" მუშაობდა, ამ უკანასკნელთან ერთად კი 2016 წელს პრემიერლიგის მოგებაც მოახერხა.
რაც შეეხება ჩისკოს, "დინამოდან" წასული ესპანელი სპეციალისტი "ონავრების" თავკაცად 10 თვეზე ნაკლები დროით მუშაობდა.
"უოტფორდი" 7 ტურის შემდეგ 7 ქულით მე-15 ადგილს იკავებს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით