ჩისკო Marca-ს მამარდაშვილზე ესაუბრა

AutoSharing Option
ესპანური marca "ვალენსიაში" გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე დებიუტს კიდევ ერთხელ ეხმაურება. ესპანურმა გავლენიანმა გამოცემამ ამ თემაზე თბილისის "დინამოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი ჩაწერა, რომელიც ამჟამად პრემიერლიგის "უოტფორდს" წვრთნის.

თავდაპირველად, სტატიაში წერენ, რომ ახალგაზრდული ასაკის (20 წელი) მიუხედავად, მამარდაშვილს საქართველოს ჩემპპიონატში 57 მატჩი აქვს გამართული, 2018 წელს კი მისი მთავარი მწვრთნელი სწორედ ჩისკო იყო. 

ესპანელი სპეციალისტი ამბობს:

"ის ძალიან კარგი მეკარეა. დრო უნდა მიეცეს და მაღალ დონეზე თამაშს შეძლებს. მამარდაშვილს სერიოზული პოტენციალი აქვს და ის "ვალენსიასთვის" კარგი შენაძენია. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი
196 სმ სიმაღლისაა, ძალიან სწრაფია და კარგი რეაქცია აქვს."

marca აღნიშნავს, რომ ქართველ მეკარეს საერთაშორისო გამოცდილებაც გააჩნია - ევროპა ლიგის ეგიდით რუმინულ "კრაიოვასა" და მოსკოვის "დინამოსთან" მშვენიერი შეხვედრები ჩაატარა და მისი პროგრესი არც საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას გამორჩენია. თუმცა მამარდაშვილს ეროვნულში ჯერ დებიუტი არ ჰქონია."

alt„მამარდაშვილის მესამე ლიგაში გაშვება ბარბაროსობაა, თუმცა ფეხით თამაშის გაუმჯობესება მართებს“ - ესპანური პრესა ქართველი მეკარით აღფრთოვანებულია

altესპანური პრესა მამარდაშვილის კარგ თამაშს ეხმაურება




მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმატებები ამ ახალგაზრდა კაცს! ძალიან მომწონს. ერთი კითხვა მაქვს - ხარაიშვილი სადაა და როგორ არის?
გადასარევი გიორგი
03:10 24-07-2021
0
გასაკვირია, რატომ არ იძახებენ ამ ბიჭს ნაკრებში
Nukri
16:56 23-07-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული