საქართველოს სუპერთასის მატჩამდე "დინამო არენაზე" თბილისის "დინამოსა" და საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელებმა - კახი გოგიჩაიშვილმა და სოსო ფრუიძემ პრესკონფერენცია გამართეს. მას თბილისელთა ესპანელი ლეგიონერი ჩისკოც ესწრებოდა, რომელმაც, შესაძლოა, კარიერა სამოყვარულო დონეზე გააგრძელოს.
პრესკონფერენციის შემდეგ მეტოქე მწვრთნელებმა ესპანელს მადლობა გადაუხადეს და გულშემატკივრებს მოუწოდეს, მივიდნენ სტადიონზე.
სოსო ფრუიძე
თუმცა საკითხი ისე არ დგას, რომ უეჭველად უნდა მოვიგოთ. ვფიქრობ, "დინამო" უფრო მობილიზებული იქნება, ვიდრე საჩხერეში, ჩვენს ბოლო დაპირისპირებაში და დიდ ბრძოლას ველი.
სამწუხაროდ, დიდი ხანია, ტრავმის გამო ვერ თამაშობს კუჭუხიძე. ტრავმირებული იყო ჯიღაურიც, რომელმაც ოთხშაბათს პირველად ივარჯიშა. სასურველ კონდიციებში არ არის მუმლაძეც, რომელმაც "დინამოს" ბოლო შეხვედრაში გაუტანა - მას დღეს (სამშაბათს - რედ.) სიცხე ჰქონდა. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი მწყობრშია.
ზამთარში გაძლიერება გვჭირდება. უცხოელების ჩამოყვანას არ ვგულისხმობ, აქცენტს ისევ ადგილობრივებზე გავაკეთებთ. 3-4 ფეხბურთელის დამატება გვსურს, რადგან დღევანდელი რესურსით და ამ მდგომარეობით ევროპის ლიგის საგზურისთვის ვერ ვიბრძოლებთ.
რაც შეეხება სუპერთასის მატჩს, ვფიქრობ, ის ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა გათამაშდეს, რადგან გუნდებს სეზონისთვის მომზადებაში დაეხმარება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"