თბილისის "დინამომ" ჩისკოს გოლით საქართველოს სუპერთასი მოიგო

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 დეკემბერს "დინამო არენაზე" 2013/14 წლების სეზონის სუპერთასის თამაში გაიმართა ჩემპიონ თბილისის "დინამოსა" და თასის ფინალისტ საჩხერის "ჩიხურას" შორის.

საჩხერელებს ანგარიშში დაწინაურების ბრწყინვალე შანსი მიეცათ, როცა "დინამოელებმა" "ჩიხურას" ფეხბურთელი საჯარიმოში მოცელეს, მაგრამ 58-ე წუთზე თემურ ღონღაძემ პენალტის ნიშნულიდან ბურთი კარს გადააცილა.

91-ე წუთზე ცინცაძის ჩაწოდებული საჯარიმოში თავით მცველმა მოიგერია, თუმცა იქვე დადარაჯებულმა ჩისკომ თავით გადაუგდო ბურთი წინ გამოსულ მეკარეს - 1:0.

სუპერთასი "დინამოსია" , ხოლო გამარჯვების გოლის შემდეგ ესპანელმა კაპიტანმა ცრემლი ვერ შეიკავა, ის ხომ პროფესიულ კარიერას ასრულებს და "დინამოში"
უკანასკნელი მატჩი ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავთ, ძალიან გამიხარდა. ჩისკო, გვიყვარხარ
Alex
20:23 11-12-2014
0
არადა ჩიხურა თითქოს უკეთ გამოიყურებოდა...
zura1504
22:52 11-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული