საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქონებას ყადაღა დღესვე მოეხსნება

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქონებას ყადაღა დღესვე მოეხსნება. ამის შესახევ განცხადება ფედერაციის პრეზიდენტმა, ზვიად სიჭინავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სიჭინავას თქმით, "ტაოპრივატბანკთან" მიღწეულ იქნა შეთანხმება და ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად ვალის გადახდის გრაფიკი გაიწერა, რომლის მიხედვითაც ფედერაცია ვალს ეტაპობრივად დაფარავს. კერძოდ, ზვიად სიჭინავას განცხადებით, დღეისათვის ფეხბურთის ფედერაციის ვალი "ტაოპრივატბანკის" მიმართ 450 000 ევროს შეადგენს. აქედან 150 000 ევროს ფედერაცია ბანკის ანგარიშზე დღესვე გადარიცხავს, ერთი წლის განმავლობაში კი ყოველი თვის ბოლოს 25 800 ევროს გადაიხდის.


”ინტერპრესნიუსი”




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული