სფფ-მ საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
25 დეკემბერს, რესტორან "ქალაქურში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2014 წლის შემაჯამებელი საღამო გამართა და ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლენა.

სფფ-მ საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. ნომინანტები იყვნენ: სოლომონ (საბა) კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("გენკი", ბელგია) და ჯაბა კანკავა ("დნიპრო", უკრაინა).

საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელად სოლომონ კვირკველია დასახელდა. ამავე საღამოზე საბა საქართველოს წლის საუკეთესო ლეგიონერადაც დასახელდა.

გამარჯვებულები ასევე გამოვლინდნენ ნომინაციებში: ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. საუკეთესოების გამოსავლენად სფფ-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების
მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა მიიღეს.

ასევე იხილეთ:
სფფ-მ საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ლეგიონერი დაასახელა
სფფ-მ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე 2014 წლის საუკეთესო ფეხბურთელი
სფფ-მ საქართველოს 2014 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დაასახელა
მკითხველის კომენტარები / 5 /
მოიცა სხვამ რა გააკეთა როო?!
luk
26 დეკემბერი 2014 11:06
0
Vaso ra lamazi ocnebebi gqonia amas cxadadze ver dagpirdeboda aq ufro bidzinas gavlena igrdznoba
manubarca
26 დეკემბერი 2014 06:31
0
კვირკველია ამისულაშვილთან ერთად საქართველოს დაცვის ცენტრს გაუვალს გახდის ჩვენი ნაკრები ბურთს დაიჭერს ცხადაძის ხელში და რაც მთავარია ნაკრებში დაბრუნდებიან გრიგალაშვილები შოთა და ელგუჯა ყენია გამთამაშებლად იქცევა იქნება შორეული და რაც მთავარია ზუსტი დარტყმები გავიტანთ სტანდარტებს დავიჭერთ ბურთს აღარ იქნება ხუბუტია არასოდეს და თუ იქნება ფეხბურთი მოკვდება
ვასო
25 დეკემბერი 2014 21:30
0
რა გააკეთა და რუსეთის ჩემპიონატის წლის ყველაზე სტაბილურ მცველად აღიარეს! ნეტა სხვა ვინ უნდა დაესახელებინათ?
zura
25 დეკემბერი 2014 20:14
0
კვირკველია რატომ? რა გააკეთა?
დავით
25 დეკემბერი 2014 19:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული