სააკაშვილის ბრძანებაა - ბათუმში სტადიონი აშენდეს!

AutoSharing Option
ეპოქალური მშენებლობების მიუხედავად, აჭარაში ფეხბურთს და მის ეკონომიკურ-სოციალურ მნიშვნელობას სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ამის მაგალითი ბათუმში სტადიონის მშენებლობის შეფერხება იყო.

ახალ სტადიონს აჭარელი გულშემატკივარი მას შემდეგ ითხოვს, რაც ბულვარის განახლებას საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი შეეწირა.

დანგრეული არენის ნაცვლად ბათუმში სამი წელია, ახლის აშენებას ელიან. 2010 წელს კონკრეტული პროექტებიც დასახელდა, 16 მაისს ჰოლანდიური და ქართული მხარეები მშენებლობაზე შეთანხმდნენ, ხელმოწერას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დაესწრნენ.

ჰოლანდიელები იძლეოდნენ პირობას, რომ მშენებლობა 2011 წელს დასრულდებოდა, პროექტის
ღირებულება კი 40 მილიონ ევროს შეადგენდა. მერე ვითარება შეიცვალა და 18 აგვისტოს თურქულ-იაპონური ფირმა TAGO-ს არქიტექტორ ტაცუია იამამოტოს პროექტი წარადგინეს, რომელიც წინა პროექტზე ნაკლებხარჯიანი იყო. და კვლავ დუმილი, გასულ წელს სტადიონის მშენებლობის დაწყებას საშველი არა და არ დაადგა.

2 იანარს ბათუმში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მორიგი იმედი გააღვიძა. საახალწლოდ ბათუმში, სახალხო სეირნობისას პრეზიდენტმა 2011 წლის პროექტებზე, ზღვისპირა ქალაქის კიდევ უფრო გალამაზებასა და გათანამედროვეობაზე ილაპარაკა.

პრეზიდენტი საფეხბურთო თემასაც შეეხო - ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" პლეიმეიკერ ჯანო ანანიძეს გაესაუბრა და დაჰპირდა, რომ ბათუმში თანამედროვე ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი სტადიონი აშენდება.

გუშინ 2 იანვარი იყო და, იმედია, სტადიონებისა და მთლიანად ქვეყნის შენება დაგვებედება.






.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ეხლა თვით მიშამ თუ ბრძანაა. მაშინ იქნება :) ვაი ჩვენს პატრონს.
baraka
15:23 03-01-2011
0
მიშა რეგბისტებს სკოლის ლიგასაც დაჰპირდა და რავიცი კიდევ რას, თანაც რა რიხით ,

მარა ...
:(
otar
17:43 03-01-2011
0

სიახლეები პოპულარული