თბილისის "დინამოს" ახალი კაპიტანი ჰყავს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" 20 წლის ნიკა ჭანტურია უკაპიტნებს. ნიკა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია.

"პირველ რიგში, კაპიტნობა უდიდესი პატივია, მაგრამ რამდენადაც სასიამოვნოა, იმდენად საპასუხისმგებლოა. არ არის ადვილი, იყო "დინამოს" კაპიტანი, მაგრამ ვეცდები, ამ რთულ მისიას ღირსეულად გავართვა თავი.

მადლობა ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ხელმძღვანელობას, რომელთაც ასეთი ნდობა გამომიცხადეს.

ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში, "დინამოს" ფანებს, გულშემატკივრებს, ვინც დადებითად მიიღებს გუნდის ამ გადაწყვეტილებას.

ვთვლი, შეკრება იდეალურად არის დაგეგმილი. ბევრი საინტერესო ამხანაგური მატჩია, რაც მწვრთნელებს მდგომარეობის შეფასების მეტ შესაძლებლობას მისცემს,
ფეხბურთელებს კი - უკეთ შეთამაშების.

"შტურმი" ამ ფორმაციის "დინამოსთვის", ფაქტობრივად, პირველი მეტოქე იყო. ბევრმა ახალმა ფეხბურთელმა ითამაშა. პირველი თამაშის კვალობაზე, ბუნებრივია, იყო შეცდომები.

მოსამზადებელი ეტაპიც სწორედ იმისათვის არსებობს, რომ ეს ხარვეზები აღმოვფხვრათ. ვფიქრობ, მთლიანობაში, "შტურმთან" მატჩი დადებითად უნდა შეფასდეს.

შეკრებაზე ყველაზე რთული მოწინააღმდეგე პრაღის "სპარტაა". ასეთი მაღალი დონის მეტოქესთან გამოჩნდება ჩვენი რეალური ძალა. კარგი სპარინგი იქნება ძალების მოსასინჯად", - დაასრულა ნიკა ჭანტურიამ.

წყარო:fcdinamo.ge

ასევე იხილეთ:
დინამო-ვორსკლა 0:1 - მარცხი უკრაინელებთან [VIDEO]

დინამო-შტურმი 1:1 - გამარჯვებაც შეიძლებოდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
გილოცავ ძმა.ღმერთმაქნას დინამოსთან ერთად ჩემპიონთა თასი აგეციოს და მომავალში ბაიერნის კაპიტანი ყოფილიყავი,ეგ ჩემი სურვილია,შენ თუ გინდა რეალის კაპიტანი ყოფილიყავი :)
bacho
13:33 02-02-2015
0
წარმატებებს ვუსურვებ :) ისე კი ამ ბიჭს ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი - სუსტია ფიზიკურად,ტაქტიკურ ასპექტშიც მოიკოჭლებს,ორთაბრძოლებშიც უჭირს... ხასიათი აქვს,"ჟილკა".
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული