თბილისის "დინამო" თურქულ შეკრებაზე პრაღის "სპარტასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა თურქულ შეკრებაზე. 3 თებერვალს კახა გოგიჩაიშვილის გუნდი ანტალიაში პრაღის "სპარტას" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრას თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფიაც ესწრებოდა.

თამაში ჩეხური გუნდის უპირატესობით წარიმართა. 30-ე წუთზე ანგარიში შალამ გახსნა. დინამოელებმა გათანაბრება მეორე ტაიმის დასაწყისში, გუნდის ესპანელი ახალწვეულის, მანუელის (49) გოლით შეძლეს.

ჩეხები ანგარიშში წინ მალევე გავიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ კრეიცი ახლო მანძილიდან ძლიერად ურტყამდა, გოლში "წვლილი" დინამოელთა მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკასაც მიუძღვის.

74-ე წუთზე სლოვაკი მეკარე უკვე დოკალის მიერ შესრულებულ საჯარიმოს ვერ
გაუმკლავდა და საბოლოო ანგარიშიც აქ დაფიქსირდა.

თბილისის "დინამომ" მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ჭანტურია, გველესიანი (ტაბატაძე 77), თოთაძე, ჯიღაური (კიტეიშვილი 70), პარუნაშვილი, ბუკორაცი (ჯანელიძე 46), ლობჟანიძე (გუგა 83), ჭანტურიშვილი, მანუელი (მიქელთაძე 77).

შეგახსენებთ, რომ "დინამომ" თურქულ შეკრებაზე წინა მატჩი პოლტავის "ვორსკლასთან" დათმო (0:1), მანამდე კი გრაცის "შტურმთან" ფრეს (1:1) დასჯერდა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვუყურე თამაშს.ვერ გამიგია საქართველოში მაგაზე კარგი მეკარე არ არის.ორი გოლი სუფთა მაგის ბრალი იყო. მიგინეიშვილი ეგეთ გოლებს არ უშვებდა
GELA
23:55 03-02-2015
0
გაუჭირდებოდათ
zaza
07:59 04-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული