ზედმეტი დაგიხარჯავთო... სფფ-მ სახელმწიფოს 392 400 ლარი უკან დაუბრუნა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფო ბიუჯეტისათვის 392 400 ლარის უკან დაბრუნება მოუხდა.

საქმე ეხება ფაქტს, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში უწყების ხელმძღვანელად ლადო ვარძელაშვილის მუშაობის პერიოდში მოხდა. დასკვნა აუდიტის სამსახურმა დადო და შესაბამისი დოკუმენტაცია ფეხბურთის ფედერაციას გადაუგზავნა.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2011-12 და 2013 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა. მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი: 2011-12 წლებში სპორტის სამინისტროსთვის ფეხბურთის მოედნების მშენებლობის მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სამინისტროს მიერ გადაცემულია ფეხბურთის ფედერაციაზე,
ხოლო ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ სამუშაოებზე გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიასთან.

დადგინდა, რომ აღნიშნულ სტადიონებზე ჩატარებულ სამუშაოებზე ბიუჯეტიდან ზედმეტად დახარჯულია 392 400 ლარი.

უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის ანგარიშის პროექტის გაგზავნიდან რამდენიმე დღეში ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონების მშენებლობაზე ზედმეტად დახარჯული თანხებიდან ბიუჯეტში დააბრუნა 369 600 ლარი", - წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

მოგვიანებით გადაწყდება, მიმართავს თუ არა აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის სტრუქტურებს აუდიტის სამსახური.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს სსფ - ს ნამუსის ქუდი უნდა იკოს მგონი.დღეიდან მეც მოვიპარავ თუ გაიგეს დავაბრუნებ.
Kaxa
09:57 09-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული