გიორგი ქინქლაძე: ისე, მესი ვინმეს ხომ არ გაგონებთ?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების, თბილისის "დინამოსა" და "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე ამჟამად ცხინვალის "სპარტაკის" სპორტული დირექტორია.

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავი მედიაში გამოჩენას მაქსიმალურად ერიდება. თუმცა, ტაბუ გადაცემა "ფეხბურთის დროში" დაარღვია.

წამყვანის, გიორგი ყიფიანის კითხვაზე, შეეძლო თუ არა უფრო მეტის გაკეთება, ქინქლაძემ გულახდილად უპასუხა:

"რა თქმა უნდა, შემეძლო. ამის გამოა, ჩემი მეგობრების უმრავლესობა რომ უფრო მეჩხუბება, ვიდრე მაქებს".

ქართული ფეხბურთის ვარსკვლავმა კარიერაში საუკეთესო მწვრთნელებიც გამოარჩია:

"თბილისის  "მრეტებში" ძალიან ნიჭიერი კაცი, ვაჟა ჩხაიძე მავარჯიშებდა. "დინამოში" იყო რეზო ძოძუაშვილი, არანაკლებ ნიჭიერი და ჩემთვის
უსაყვარლესი მწვრთნელი.

შემდეგ ნაკრებში დავით ყიფიანსა და ალექსანდრე ჩივაძეს დავასახელებ - ისინი ჩვენი თაობის კუმირები იყვნენ. უცხოეთში კი ალან ბოლს გამოვყოფ, ვინც "მანჩესტერ სიტიში" ჩამიყვანა. ეს კაცი 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონია, მაშინ 17 წლის იყო"...

გადაცემის ავტორი დაინტერესდა, ვინ არის ქინქლაძის საყვარელი ფეხბურთელი:

"ჩემი საყვარელი ფეხბურთელიც, მწვრთნელიც და ადამიანიც დავით ყიფიანია. რა თქმა უნდა, მარადონა, ამ თაობაში კი - მესი! ცხადია, შოთი, ჩემი "თურქი" ძმა... მე-9 წელია, აღარ თამაშობს.

მაგრამ შოთას არათუ ვერ შევადარებ, მასთან ახლოსაც ვერავინ მივა. ზიდანი თუ მესი? ზიდანი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია, პროფესორი იყო. მაგრამ მასთან ბოდიშის მოხდით, მაინც მესის ვამჯობინებ".

ამის თქმაზე ქინქლაძეს გაეცინა და წამყვანს ხუმრობით მიმართა:

"ისე, მესი ვინმეს ხომ არ გაგონებთ?"

გიორგი ამბობს, რომ ქართული ფეხბურთის მომავლის სჯერა:

"პატარა ქვეყანაში ისეთი და იმდენი მაღალი დონის ფეხბურთელი გვყავდა და ისეთი ტენდენციაა, არ არსებობს, რომ არ მჯეროდეს. ჩემი აზრით, ყველაფერი კარგად იქნება".

ენატრება თუ არა ფეხბურთის თამაში, ამ კითხვაზე ქინქლაძემ კვლავ ხუმრობით უპასუხა:

"მაგრად მენატრება, მაგრამ მეზარება".

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 10 /
მესის და გიოს საფეხბურთო ნიჭის ინდექსი დაახლოებით თანაბარია(ვგულისხმობ საფეხბურთო ნიუანსებს), შრომა კი 100:1-თთან იმიტომაც ვერ Iტამაშა უფრო დიდი ფეხბურთი, არც ის დაგავიწყდეთ, მივმართავ უფროს თაობას, როდესაც თბილისში ჩამოდიოდა რა რიგი იყო მის სანახავად და "გიო ამდენი მომეცი, დამეხმარე და ასე შემდეგ". ასეთ ფსიგოლოგიურ წნეხს ყველა ვერ უძლებს, დავორ შუკერი გაიხსენეთ კიდევ, ქვეყანაში სადაც "ბესპრედელი" იყო ფსიგოლოგიურად ძნელია იყო პროფესიონალი სრულად, რა როგორც გამიგია ინგლისშიც აკითხავდნენ ფულზე, არადა კაცი საკუთარი ოფლით შოულობდა ამ ფულს. ყველაფერი მიეწყო ერთმანეთს და მივიღეთ რაც მივიღეთ. სხვებსაც აჰყვა მე მგონი რაღაც რაღაცეებში. მე მას 6 წლის იყო რომ დიდი ფეხბურთელობა ვუწინასწწარმეტყველე, მამუკა კვარაცხელიას ახსოვს ეს ყველაფერი
Tamazi
21:32 16-02-2015
0
რომ არა სიზარმაცე მართლაც ბევრს მიაღწევდა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული