ბიჭები გაძვირდნენ - ყველაზე ძვირფასი ქართველი ფეხბურთელების ტოპ-ათეული

AutoSharing Option
გერმანულმა ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტმა" შეფასებებში საგრძნობი ცვლილებები შეიტანა.

მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატი პირველია, როცა თბილისის "დინამო" მოთამაშეთა ჯამური ფასით მხოლოდ მესამე ადგილზეა. 2015 წლის იანვარ-თებერვალში განხორციელებული ტრანსფერებით კი პირველ ადგილზე გორის "დილა" წამოსკუპდა, რაც კლუბის ისტორიაში მეორედ მოხდა. მეორე ადგილზეა "სამტრედია", რომლისთვისაც ეს პირველი შემთხვევაა.

მიმდინარე სეზონი კი ბოლო წლებში პირველია, როცა ეროვნულ ჩემპიონატში მილიონად შეფასებული ფეხბურთელი აღარ დაგვრჩა. ვფიქრობთ, ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეების ცხრილითაც დაინტერესდებით.

ფეხბურთელი კლუბი ფასი*
გიორგი ილურიძე ზესტაფონი 600,0
ომარ მიგინეიშვილი დილა 600,0
ირაკლი ძარია დილა 500,0
მანუელ ონვუ დინამო თბ 500,0
ლიბორ ჰრდლიჩკა დინამო თბ 500,0
დავით კვირკველია დინამო თბ 450,4
თორ. გორგიაშვილი სამტრედია 420,0
ნიკა საბანაძე ტორპედო 400,0
ზურაბ ხიზანიშვილი სამტრედია 400,0
ადრიან პუკანიჩი შუქურა 400,0
დავით ხურცილავა დილა 400,0
გულვერდ თომაშვილი სამტრედია 400,0
* - ფასი ევროებში

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, აქაც საინტერესო სიახლეებია. რამდენიმე ფეხბურთელის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ლიდერი კვლავ მოსკოვის "სპარტაკის" შემტევი ნახევარმცველი ჯანო ანანიძეა (4 მლნ).

პატარა პროგრესი აქვს საბა კვირკველიას, მაგრამ ესეც სასიამოვნო ფაქტია. 2014 წლის მარტიდან მისი შეფასება 380 ათასით გაიზარდა და წლის ბოლოს 880 ათას ევროს მიაღწია, ახლა კი გრაფაში მილიონი უწერია.

დიდი ნახტომი გააკეთა ჰოლანდიური "ვიტესის" შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა. შარშან მის კონტრაქტს თუ ჯერ 600 ათასად, ხოლო შემდეგ 800 ათას ევროდ აფასებდნენ, ახლა უკვე 1,5 მილიონია.

ასევე ორმაგად გაიზარდა ბელგიურ "გენკში" გადასული თორნიკე ოქრიაშვილის პირობითი შეფასება - შარშან იყო 800 ათასი, შემოდგომაზე პირველად შეაბიჯა "მილიონერთა კლუბში" (1,06 მლნ), ახლა კი ეს მაჩვენებელი 2 მილიონ ევროს უტოლდება.

"ჯვაროსანთა" ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელთა ათეული ასე გამოიყურება:

ფეხბურთელი კლუბი ფასი
ჯანო ანანიძე სპარტაკი 4,00
ჯაბა კანკავა დნიპრო 3,00
გურამ კაშია ვიტესი 2,75
თორნიკე ოქრიაშვილი გენკი 2,00
გია გრიგალავა უკლუბოდ 1,80
ალეკო ამისულაშვილი ინტერი ბ 1,80
ვალერი ყაზაიშვილი ვიტესი 1,50
სანდრო კობახიძე ვოლინი 1,00
გიორგი ლორია ოფი 1,00
სოლომონ კვირკველია რუბინი 1,00
გიორგი ჭანტურია კლუჟი 1,00*
* - ფასი ევროებში

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
"სირცხვილი და თავის მოჭრა"! ფეხბურთელის აღზრდას როდის ვისწავლით?
გუჯა კახაძე
14:16 26-02-2015
0
ბიჭები გაძვირდნენ კი არა, ვალუტა უფასურდება!
pele
14:18 25-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული