პროექტის ღირებულება 579 000 ლარია. გამარჯვებული პროექტის მიხედვით, დაახლოებით 9 ჰექტარი მიწის ათვისება მოხდება. სტადიონის ფართობი მოიცავს 39 000 კვ.მეტრს, საცალფეხო გზას დაეთმობა 42 100 კვ.მეტრი, ხოლო ფრენბურთის პავილიონს - 3 600 კვ. მეტრი.
პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე განთავსდება ფრენბურთის მოედანი, სპორტული ტერიტორია, სარეკრეაციო ზონა, რესტორნები, სავაჭრო ობიექტები და
სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება და სპორტული ღონისძიებების გარდა, შესაძლებელი იქნება კონცერტებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა.
სტადიონის დიზაინში ტალღოვანი ზოლები, დაკლაკნილი ხვეულებით მდინარე ჭოროხის შესართავსა და შავი ზღვის ტალღებს ასახავს. სტადიონი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშების ფერებშია. იგი უეფასა და ფიფას სტანდარტებს უპასუხებს.
სტადიონი, მძლეოსნობაში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობით, IAAF-ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სტადიონის ავტოსადგომი 2000 მანქანას დაიტევს. ფეხბურთის სტადიონზე შეჯიბრებები არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ მძლეოსნობასა და ფრენბურთშიც ჩატარდება.
კონკურსში სულ 11 კომპანია მონაწილეობდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
რა უბედურებაა ეს ჭრელი ტრიბუნები?!