ბათუმის სტადიონი ესპანური პროექტით აშენდება [PHOTO]

AutoSharing Option
სამ წელიწადში ბათუმს ახალი სტადიონი ექნება. 22-წევრიანმა სპეციალურმა კომისიამ საბოლოო არჩევანი ესპანურ პროექტზე შეაჩერა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გამარჯვებულად ესპანური კომპანია IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT-ი დაასახელა.
იხილეთ ღონისძების ფოტოები
Sportall.Ge

პროექტის ღირებულება 579 000 ლარია. გამარჯვებული პროექტის მიხედვით, დაახლოებით 9 ჰექტარი მიწის ათვისება მოხდება. სტადიონის ფართობი მოიცავს 39 000 კვ.მეტრს, საცალფეხო გზას დაეთმობა 42 100 კვ.მეტრი, ხოლო ფრენბურთის პავილიონს - 3 600 კვ. მეტრი.

პროექტის მიხედვით, სტადიონის ტერიტორიაზე განთავსდება ფრენბურთის მოედანი, სპორტული ტერიტორია, სარეკრეაციო ზონა, რესტორნები, სავაჭრო ობიექტები და
საინფორმაციო პუნქტები; ასევე, გამოყოფილი იქნება VIP და მედიის სამუშაო ადგილები, სპეციალური ტერიტორია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის.

სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება და სპორტული ღონისძიებების გარდა, შესაძლებელი იქნება კონცერტებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა.

სტადიონის დიზაინში ტალღოვანი ზოლები, დაკლაკნილი ხვეულებით მდინარე ჭოროხის შესართავსა და შავი ზღვის ტალღებს ასახავს. სტადიონი საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშების ფერებშია. იგი უეფასა და ფიფას სტანდარტებს უპასუხებს.

სტადიონი, მძლეოსნობაში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების შესაძლებლობით, IAAF-ის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. სტადიონის ავტოსადგომი 2000 მანქანას დაიტევს. ფეხბურთის სტადიონზე შეჯიბრებები არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ მძლეოსნობასა და ფრენბურთშიც ჩატარდება.

კონკურსში სულ 11 კომპანია მონაწილეობდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ბათუმის სტადიონის 11 საკონკურსო პროექტი
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
20ათასიან სტადიონზე რეალურად 2-3 ათასია (ცენტ.ტრიბუნების ზედა რიგებიდან)ფეხბურთისთვის კარგი ხედვით...
რა უბედურებაა ეს ჭრელი ტრიბუნები?!
akhali
11:34 18-03-2015
0
სუფთა საფეხბურთო სტადიონის აშენების შემთხვევაში,ნაკრების თამაშზე ბათუმში ჩავიდოდი,დაწმუნებული,რომ ნებისმიერი ბილეთით სულ მცირე ნორმალური ხედვა იქნებოდა ფეხბურთის!ამ სტადიონზე არანაირად არ ჩავალ ნაკრების თამაშზე,არ ვარ დარწმუნებული,რომ ის 2-3 ათასი ნორმალური ხედვის მქონე(ცენტრ.ტრიბუნებზე ზედა რიგებში) ადგილზე შემხვდება ბილეთი.აჯობებს ტვ-ში!რამდენი ქომაგი ფიქრობს ჩემსავით და რამდენი შემოსავალი დაიკარგება?
akhali
11:37 18-03-2015
0

სიახლეები პოპულარული