როგორი იქნება და რამდენი მილიონი დაჯდება ბათუმის სტადიონი

AutoSharing Option
"ლელო" ბათუმის სტადიონის თემაზე გუშინაც წერდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში საკონკურსო-საპროექტო წინადადებების განხილვა ბათუმის სასტუმრო "რედისონში" ორშაბათს გაიმართა.

რამდენიმე წყაროსგან ექსკლუზიურად შევიტყვეთ, რომ 22-კაციანი საკონკურსო კომისიის წევრებმა უპირატესობა კომპანია “ADS”- ”-ის (წარმდგენები - გიორგი ქურციკიძე, ზაქარია ქურდიანი, არჩილ ქურდიანი) ვარიანტს მიანიჭეს.

სხვათა შორის, არჩილ ქურდიანმაც კომისიის წევრებისგან იცოდა, რომ კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით აჯობა..

კონკურსის შედეგები გუშინ, ბათუმის ყინულის სასახლეში გაასაჯაროეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ გამარჯვებულად ესპანური კომპანია IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT დაასახელა.
იხილეთ
ღონისძიების ფოტოები

Sportall.Ge

ასეა თუ ისე, მთავარია, რომ საკითხი გადაწყდა და საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა. სხვათა შორის, გამარჯვებული ესპანური კომპანიისთვის ეს საქართველოში პირველი პროექტი არ არის.

IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT-ის ვებმისამართზე მითითებულია, რომ მისი აშენებულია ბათუმის ანბანის კოშკი, ქუთაისში - საქართველოს პარლამენტის შენობა (პლუს, პარკი მიმდებარე ტერიტორიაზე), ხოლო თბილისში - გმირთა მოედანზე დამონტაჟებული მემორიალი.

ესპანური პროექტით, სტადიონის დიზაინში ტალღოვანი ზოლები, დაკლაკნილი ხვეულებით, მდინარე ჭოროხის შესართავსა და შავი ზღვის ტალღებს ასახავს.

სტადიონის ტრიბუნები საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშების ფერებში იქნება გადაწყვეტილი.

ბათუმის ახალი სტადიონი სამ წელიწადში აშენდება და ფიფა-უეფას მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

პროექტის ღირებულება 579 ათასი (თავიდან 650 ათასი იყო) ლარია. გამარჯვებულ კომპანიას 7 ჰექტარი მიწის ათვისება მოუწევს, სადაც, სტადიონის გარდა, იქნება ფრენბურთის მოედანი, სარეკრეაციო ზონა, რესტორნები, სავაჭრო ობიექტები და საინფორმაციო პუნქტები, VIP და მედიის სამუშაო ადგილები, სპეციალური ტერიტორია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის და პარკინგი 2 ათასი ავტომანქანისთვის.

სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება. აქვე იქნება შესაძლებელი საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარება მძლეოსნობასა და ფრენბურთში, პლუს, კონცერტებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა.

20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი გადახურულიც იქნება, რადგან ამის აუცილებლობას ბათუმის კლიმატი განაპირობებს. საბოლოო პროექტი 5 თვეში დამზადდება, რის შემდეგაც მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება, ხოლო სამუშაოები, სავარაუდოდ, აგვისტოში დაიწყება.

სტადიონი 36 მილიონი ლარი დაჯდება, მაგრამ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილის თქმით, შესაძლოა, თანხა გაიზარდოს:

"თანხის დამატება, შესაძლოა, ლარის ინფლაციის გათვალისწინებით დაგვჭირდეს. ეს იმიტომ, რომ თავიდან სტადიონის ღირებულება 20 მილიონ დოლარამდე იყო გათვლილი, კურსის ცვლილების გამო კი დღეს ამ თანხის ეკვივალენტი 40 მილიონ ლარზე მეტია. ნებისმიერ შემთხვევაში, ბათუმში სტადიონი აუცილებლად უნდა აშენდეს", - ამბობს ჭეიშვილი.

იხილეთ ფოტოგალერეა
ბათუმის სტადიონის 11 საკონკურსო პროექტი
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
-თავდაპირველი კონკურსი ბათუმის სტადიონზე მოიგო ქურდიანის პროექტმა,შემდეგ ჩაერია ხელისუფლება და ახალი კონკურსით გამარჯვებული ესპანური პროექტი გამოცხადდა...
- სანდო წყაროსგან ინფო
-დაინტერესდით ჟურნალისტები ქურდიანთან
akhali
10:19 19-03-2015
0
მძლეოსნობა საქართველოში ადრე თუ გვიან ისევ განვითარსება. ნუ დაგავიწყდებატ, რომ საქარველო ვიქტორ სანეევის სამშობლოა. რაც შეეხება საფეხბურთო სტადიონს, ის შეიძლება ააშენოს კლუბმა, თუ ამის შესაძლებლობა აქვს. თქვენ რა, ეს სტადიონი მხოლოდ ბათუმის "დინამოს" კუთვნილება გგონიათ!. მას აშენებს სახელმწიფო, ამიტომ უნდა იყოს მრავალფუნქციური. სუფთა საფეხბურთო სატადიონი თუ გინდათ ბათუმელებს, ააშენებინეთ საფეხბურთო კლუბს და მორჩება ამაზე საუბარი. მომინდომეს ახლა ამათმა, კამპ ნოუს მაგვარი არენა.
meko
15:12 18-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული