რამდენიმე წყაროსგან ექსკლუზიურად შევიტყვეთ, რომ 22-კაციანი საკონკურსო კომისიის წევრებმა უპირატესობა კომპანია “ADS”- ”-ის (წარმდგენები - გიორგი ქურციკიძე, ზაქარია ქურდიანი, არჩილ ქურდიანი) ვარიანტს მიანიჭეს.
სხვათა შორის, არჩილ ქურდიანმაც კომისიის წევრებისგან იცოდა, რომ კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით აჯობა..
კონკურსის შედეგები გუშინ, ბათუმის ყინულის სასახლეში გაასაჯაროეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ გამარჯვებულად ესპანური კომპანია IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT დაასახელა.
ასეა თუ ისე, მთავარია, რომ საკითხი გადაწყდა და საქმე მკვდარი წერტილიდან დაიძრა. სხვათა შორის, გამარჯვებული ესპანური კომპანიისთვის ეს საქართველოში პირველი პროექტი არ არის.
IBERPROEXS ENGINEERING AND PROJECT MANAGEMENT-ის ვებმისამართზე მითითებულია, რომ მისი აშენებულია ბათუმის ანბანის კოშკი, ქუთაისში - საქართველოს პარლამენტის შენობა (პლუს, პარკი მიმდებარე ტერიტორიაზე), ხოლო თბილისში - გმირთა მოედანზე დამონტაჟებული მემორიალი.
ესპანური პროექტით, სტადიონის დიზაინში ტალღოვანი ზოლები, დაკლაკნილი ხვეულებით, მდინარე ჭოროხის შესართავსა და შავი ზღვის ტალღებს ასახავს.
სტადიონის ტრიბუნები საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშების ფერებში იქნება გადაწყვეტილი.
ბათუმის ახალი სტადიონი სამ წელიწადში აშენდება და ფიფა-უეფას მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
პროექტის ღირებულება 579 ათასი (თავიდან 650 ათასი იყო) ლარია. გამარჯვებულ კომპანიას 7 ჰექტარი მიწის ათვისება მოუწევს, სადაც, სტადიონის გარდა, იქნება ფრენბურთის მოედანი, სარეკრეაციო ზონა, რესტორნები, სავაჭრო ობიექტები და საინფორმაციო პუნქტები, VIP და მედიის სამუშაო ადგილები, სპეციალური ტერიტორია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებისთვის და პარკინგი 2 ათასი ავტომანქანისთვის.
სტადიონს მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება. აქვე იქნება შესაძლებელი საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარება მძლეოსნობასა და ფრენბურთში, პლუს, კონცერტებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების გამართვა.
20 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი გადახურულიც იქნება, რადგან ამის აუცილებლობას ბათუმის კლიმატი განაპირობებს. საბოლოო პროექტი 5 თვეში დამზადდება, რის შემდეგაც მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება, ხოლო სამუშაოები, სავარაუდოდ, აგვისტოში დაიწყება.
სტადიონი 36 მილიონი ლარი დაჯდება, მაგრამ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილის თქმით, შესაძლოა, თანხა გაიზარდოს:
"თანხის დამატება, შესაძლოა, ლარის ინფლაციის გათვალისწინებით დაგვჭირდეს. ეს იმიტომ, რომ თავიდან სტადიონის ღირებულება 20 მილიონ დოლარამდე იყო გათვლილი, კურსის ცვლილების გამო კი დღეს ამ თანხის ეკვივალენტი 40 მილიონ ლარზე მეტია. ნებისმიერ შემთხვევაში, ბათუმში სტადიონი აუცილებლად უნდა აშენდეს", - ამბობს ჭეიშვილი.
იხილეთ ფოტოგალერეა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
როგორ შეიძლება მხოლოდ მძლეოსნობის გამო 20ათასიანი არენიდან ფეხბურთის ხედვის ნორმალურად აღთქმისთვის 2-3 ათასი ადგილი იყოს ნორმალური?და 17-18 ათასი ბილეთის მყიდველისთვის ფეხბურთის ხედვა არ ვარგოდეს?ხოლო კარებს უკან ტრიბუნების ქვედა რიგებიდან(დაახლოებით 3-4 ათასისთვის) საერთოდ შეუძლებელიც!მხოლოდ მძლეოსნობის გამო?!რამდენი იქნება დასწრება ნებისმიერ მძლეოსნობის ტურნირზე?მაქსიმუმ 5 ათასი!ოლიმპიადის მასპინძლობა ბათუმში გამორიცხულია!!!ქალაქიც პატარაა,ქვეყანაც და არანაირი ფინანსებიც არ გეყოფა!მსოფლიო თასიც მძლეოსნობაში გამორიცხულია(მაშინ სტადიონი მინიმუმ 50 ათასიანი უნდა იყოს და მაგხელა სტადიონის აშენება და ხარჯი სისულელეა!),შეიძლება მძლეოსნობის გრან-პრის ერთ-ერთი ეტაპის მასპინძლობა,მაგრამ ამ ერთი ტურნირისთვის ,რომელსაც საუკეთესო შემთხვევაში 4-5 წელიწადში ერთხელ უპასპინძლო,წელიწადში დაახლოებით 20 საფეხბურთო მატჩზე ქომაგს გაუფუჭო სიამოვნება მგონი ძალიან ალოგიკურია!
ქობულეთის სტადიონზე გაეკეთებინათ სარბენი ბილიკები.ტრიბუნებს და გაზონს შორის უკვე არის საკმაოდ დიდი მაძილი და და თან ნორმალურ ვიდზე მოვიდოდა ქობულეთის სტადიონი,თორემ რაღაც უბედური,კოშმარი ხდება კარებებს უკან ვიზუალურად(ჟანგი,ნაგავი,რაღაც არცთუ სასიამოვნო შეხედულების სახლები...)
-არგუმენტი რომ ქობულეთი სხვა ქალაქია ჩემთვის სრულიად მიუღებელია.20 წუთის გზაზეა და ეგ ნორმალური ხალხისთვის დიდ დროდ არ ითვლება.დიდ ქალაქებში,მეგაპოლისებში ყოველდღე(!) სამსახურამდე გზაზე ხალხი 1-1,5 საათს კარგავს!ეს ქართული სიზარმაცეა?