დღეს "დინამო არენის" სალაროებში 15-ლარიანი ბილეთები გაიყიდება

AutoSharing Option
დღეს, 29 მარტს "დინამო არენის" სალაროებში ონლაინ გაყიდვებიდან ამოღებული საქართველო-გერმანიაზე დასასწრები 15-ლარიანი ბილეთები გაიყიდება.

რაოდენობა შეზღუდულია, სალაროები კი, კვლავ საღამოს 18:00 საათამდე იმუშავებს.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის "ფეისბუქის" ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია.

საქართველო-გერმანიის ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი "დინამო არენაზე" 20:00 სთ-ზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

ასევე იხილეთ:
ინტერნეტში საქართველო-გერმანიის მატჩის აფიშის ფოტოშარჟი გამოჩნდა
მკითხველის კომენტარები / 2 /
დარჩათ სპეკულიანტებს და უკან დააბრუნეს?
ზაზა
13:35 29-03-2015
0
გადამყიდველები შეაჯაყარეთ და დაფქვავენ ყველასერს ეგ ბარიგები!!!
leobabu
14:05 29-03-2015
0

სიახლეები პოპულარული