ბავშვთა ფეხბურთი: "ავაზამ" თურქული ტურნირის ფინალში "ლაციო" დაამარცხა

AutoSharing Option
ბავშვების ათასგვარი ტურნირი ტარდება და მშობლებისა თუ საფეხბურთო სკოლების ამბავი ხომ იცით - ყველას სურს, მათი შვილებისა თუ გუნდების მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო წარმატება აღვნიშნოთ, მაგრამ ცხადია, ყველა ტურნირი ვერ გაშუქდება.

ამჯერად კი მართლაც აღსანიშნავი ამბავი მოხდა: თურქეთის საკურორტო ქალაქ ალანიაში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი "თურქიშ ჰოლიდეი 2015", რომელშიც 1999, 2001, 2003 და 2004 წელს დაბადებული ფეხბურთელები მონაწილეობდნენ.

ტურნირზე საქართველო 9 გუნდით იყო წარმოდგენილი. 1999 წელს დაბადებულებში "ავაზამ" გაიმარჯვა. ლაშა გაფრინდაშვილის გაწვრთნილებმა
ფინალში, დაძაბულ მატჩში, ბულგარული "მონტანა" 1:0 დაამარცხეს.

2003 წელს დაბადებულთა ფინალში კი მამუკა ჩუბინიძის "ავაზა" რომის "ლაციოს" მომავალს დაუპირისპირდა. ეს მატჩიც დაძაბული გამოდგა. თამაშს 1500-მდე გულშემატკივარი ესწრებოდა.

ყველასთვის მოულოდნელად, ქართველმა ბავშვებმა იტალიელ თანატოლებს 1:0 სძლიეს და მთავარ პრიზს დაეუფლნენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
zviad. ჩემი აზრით, ქართველ ფეხბურთელებს უფრო ფული აინტერესებთ ვიდრე ფეხბურთი ამიტომაა საქართველოში ასეთი დაბალი დონე.. ჩემი თაობის ბიჭები და ჩემზე პატარები უფრო მოწადინებულები არიან, ინტერესი აქვთ ფეხბურთის თამაში და არა ფული..
(ჩვენ "ავაზამ" მოვიგეთ თურქეთის საერთაშორისო ტურნირი და ამით ვთქვით რომ საქართველოს შეუძლია ფეხბურთის თამაში).
0
ბავშვები კარგები გვყავს 17 წლამდე,ტოლ-სწორად ეთამაშებიან და ხშირად უგებენ კიდეც ნებისმიერი წამყვანი საფეხბურთო ქვეყნის თანატოლებს,მერე ეღებათ ბოლო,როცა საქმე პროფესიონალად ჩამოყალიბებას ეხება,სიზარმაცე,გულაობის სურვილი და მოტივაციის კლება გამოუსწორებელ შედეგებს გვაძლევს,ფსიქოლოგიასა და ფიზმომზადებაშიც მოვიკოჭლებთ,ჰო,კიდევ ერთი შეხებით თამაშიც რომ გვესწავლა,ცუდი არ იქნებოდა
zviad
13:57 31-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული