უეფას განაჩენი: 0:3 ჩერნოგორიას, ფულადი ჯარიმა რუსეთს

AutoSharing Option
გუშინ, 8 აპრილს, უეფამ განიხილა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ჩერნოგორიისა და რუსეთის ნაკრებების მატჩში მომხდარი ინციდენტი.

ჩერნოგორიის ნაკრები 0:3 ტექნიკური წაგებით დაისაჯა. გარდა ამისა, ეს გუნდი ორ საშინაო შეხვედრას მაყურებლების გარეშე ჩაატარებს. რუსეთის საფეხბურთო კავშირს კი 25 ათასი ევროს გადახდა მოუწევს საკუთარი გულშემატკივრების აგრესიული მოქმედების გამო.

ასე რომ, რუსეთის ნაკრებმა სამი ქულა მიიღო და რვა ქულით მესამე ადგილზეა G შესარჩევ ჯგუფში. ლიდერობს ავსტრია 13 ქულით,
მეორეზეა შვედეთი - 9 ქულით. ჩერნოგორია მეოთხე ადგილზე დარჩა. მას 5 ქულა აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა შუაშია ხორვატია.?
wagner
15:24 09-04-2015
0
ხორვატიის ნაკრები ბევრად უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებდა. ჭკუის სასწავლად არ არის საკმარისი.
თემო
14:30 09-04-2015
0

სიახლეები პოპულარული