უეფას განაჩენი: 0:3 ჩერნოგორიას, ფულადი ჯარიმა რუსეთს

AutoSharing Option
გუშინ, 8 აპრილს, უეფამ განიხილა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ჩერნოგორიისა და რუსეთის ნაკრებების მატჩში მომხდარი ინციდენტი.

ჩერნოგორიის ნაკრები 0:3 ტექნიკური წაგებით დაისაჯა. გარდა ამისა, ეს გუნდი ორ საშინაო შეხვედრას მაყურებლების გარეშე ჩაატარებს. რუსეთის საფეხბურთო კავშირს კი 25 ათასი ევროს გადახდა მოუწევს საკუთარი გულშემატკივრების აგრესიული მოქმედების გამო.

ასე რომ, რუსეთის ნაკრებმა სამი ქულა მიიღო და რვა ქულით მესამე ადგილზეა G შესარჩევ ჯგუფში. ლიდერობს ავსტრია 13 ქულით,
მეორეზეა შვედეთი - 9 ქულით. ჩერნოგორია მეოთხე ადგილზე დარჩა. მას 5 ქულა აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
იდიოტური და არასამართლიანი გადაწყვეტილებაა!!! რუსებმა მიიღეს სამი ქულა,თან 3-0 ბურთებით(25 ათასს გადაიხდიან?სასაცილოა -3-0 მოგებაზე რუსები ათჯერ მეტსაც გადაიხდიდნენ!)!!!რა ,,დააშავეს,, რუსების კონკურენტებმა ავსტრიელებმა და შვედებმა?რატომ აჩუქა უეფამ რუსებს სამი ქულა და 3-0?მაშინ შვედებს და ავსტრიელებსაც ჩაეთვალოთ 3-0 მოგებები მონტენეგროში!
-სამართლიანი იქნებოდა -მონტენეგროს სტადიონის დისკვალიფიკაცია,ფულადი ჯარიმა და თამაშის მაყურებლების გარეშე დამთავრება...
-ასე მაგარი მოგებული დარჩა რუსეთი,მიზერულ ფასად მიიღო სამი ქულა და კარგი ბურთების შეფარდება
ახალი
12:16 09-04-2015
0
ადამიანს თავთან მაშხალა აუფეთქეს - ამერიკული კანონებით სტადიონი და ფედეაცია მილიონობით დოლარით აღძრულ საქმეს გამოკრავდა ხელს.

ეს უეფა საქართველოსავითაა ეტკობა - ხალხის გალახვა 100 ლარი რომ გირს და ხალხის მოწამვლა პროდუქტით მარტო 1000 ლარით რომ ისჯება.
ამერიკელი
13:42 09-04-2015
0

სიახლეები პოპულარული