ზვიად სიჭინავას განაცხადი აგვიანებს

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში ფედერაციის პრეზიდენტობის არც ერთი კანდიდატის განაცხადი არ შესულა. განაცხადების წარდგენის ვადა დღეს, 18.00 საათზე იწურება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გენერალური სამდივნოს უფროსმა, რევაზ შენგელიამ განუცხადა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ სამდივნოს 33 წევრიდან 20 მხარს უჭერს მოქმედი პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას კანდიდატურას.

"ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, ფედერაციის პრეზიდენტად კვლავ ზვიად სიჭინავას აირჩევენ", - განმარტა შენგელიამ.

თუმცა, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი კანდიდატურის წარდგენაზე ამ დრომდე თავს იკავებს.

ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 22 იანვრისთვის არის დანიშნული. რევაზ შენგელიას თქმით, თუ ფედერაციის
სამდივნოში დღეს საღამომდე არც ერთი კანდიდატის განაცხადი არ შევიდა, არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდება.





.



"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული