ამის გამო ატყდა აჟიოტაჟი: "წარადგენს სიჭინავა კანდიდატურას?", "რატომ აგვიანებს სიჭინავა განაცხადის შეტანას?" - ისმოდა მსგავსი კითხვები ბოლო დღეებში.
როდესაც ყრილობის მონაწილე 33 სუბიექტიდან 20 სიჭინავას კანდიდატურას წინასწარ ემხრობა, საკითხავია, რა იყო აქ საკითხავი? ეს ნიშნავს, რომ კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში ფედერაციის პრეზიდენტად კვლავ სიჭინავას აირჩევდნენ.
17:40 მოხდა ის, რაც
"განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა და კანდიდატურა მხოლოდ სიჭინავამ შეიტანა. ცხადია, მას ალტერნატივა არ ჰყავს და იმედია, 22 იანვრის შემდეგ საშუალება მიეცემა, მაღალ დონეზე განახორციელოს ყველა ის პროექტი, რომლებზეც ფედერაციაში მისვლის დღიდან ფიქრობს", - გვითხრა ფედერაციის პრესატაშე ლაშა დევალიშვილმა.
...და ისტერიაც დასრულდა. რა თქმა უნდა, წარადგენდა კანდიდატურას, რა იყო აქ საკითხავი? ფიქრობდა კი ვინმე, რომ ფედერაციის ყრილობის ჩაშლას დაუშვებდნენ ისინი, ვინც ამ საკითხს წყვეტს? უბრალოდ, სიჭინავა მხიარული და ბუნებით მოთამაშე კაცია. გადაშლილ წიგნს გადასაფურცლი ურჩევნია და არაფრისგან ინტრიგა შექმნა.
საბოლოოდ კი, ასეთი სურათი მივიღეთ: ფეხბურთის ფედერაციაში პრეზიდენტობის კანდიდატთა განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა და არჩევნებში მხოლოდ მოქმედი პრეზიდენტი სიჭინავა იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნები კი 22 იანვარს, "ჰოლიდეი ინ"-ში გაიმართება.
იმედია, ახლა მაინც არ დაიწყება მორიგი ისტერია კითხვებით : "გაიმარჯვებს სიჭინავა არჩევნებში?", ან "ხომ არ გადაიფიქრებს არჩევნებში მონაწილეობას" და სხვა.
.