ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ცნობაში მითითებულია, თუ რას მოხმარდება რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი დამატებითი სახსრები: დამონტაჟდება ახალი სკამები, შეკეთდება ტრიბუნების გადახურვა, შეიღებება ფასადი, ხოლო უეფას დელეგატების, მსაჯებისა და გუნდების გასახდელები უეფას სტანდარტების შესაბამისად კეთილმოეწყობა.
უეფას სუპერთასის მატჩისთვის, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება, "დინამო არენის" რეაბილიტაციის ერთ-ერთი მთავარი ეტაპი სკამების გამოცვლაა. ეს პროცესი საქართველოსა და გერმანიის ნაკრებთა მატჩის შემდეგ დაიწყო.
პროექტის მიხედვით, "დინამო არენაზე" ყველა
ტენდერში საუკეთესო პირობები იტალიურმა კომპანია "ომსიმ" (OMSI) წარმოადგინა: ის დამკვეთს 50 ათას პლასტმასის სკამს 1,14 მილიონი ლარის საფასურად მიაწვდის. ხოლო მოწვეული სტუმრებისა (5 000) და VIP-ლოჟის (500) სკამებისთვის ესპანური კომპანია "დაპლასტი" 691 ათას ლარს მიიღებს.
რეკონსტრუქციას თბილისის მერიის "ტექნოლოგიური განვითარების ფონდი" (ტგფ) უძღვება. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, "დინამო არენაზე" სკამების მონტაჟსა და დემონტაჟს კომპანია "დაგი" ახორციელებს - მან ეს უფლება ტენდერის შედეგად მოიპოვა.
როგორც შევიტყვეთ, "დინამო არენიდან" მოხსნილი ვარგისი სკამები სხვადასხვა სტადიონზე გადანაწილდება. შესაძლოა, ნაწილი მარტვილში გაიგზავნოს.
ამასობაში, უკვე ჩამოსულია სკამების პირველი პარტია (13 800 ცალი), რომლის მონტაჟს კომპანია "დაგი" მაისიდან შეუდგება. ცნობისთვის, ამ სამუშაოებისთვის "დაგი" დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4,645 მილიონ ლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ვეტერან ფეხბურთელებთან, გულშემატკივრებთან, არქიტექტორებთან და დიზაინერებთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ სტადიონზე, ძირითადად, ლურჯი ფერის სკამები დამონტაჟდება და მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება თეთრში.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
და იცით რამდენს უხდის "დაგი" იქ მომუშავე ხალხს ამ სკამების მოხსნა დაყენებაში? 50 თეთრს... როცა ბიუჯეტიდან 4.645 ლარს ვიხდით..ეს ფული ისევ მათ კორუმპირებულ ჯიბეში ბრუნდება და ამაზე ყველა დუმს.. იმედია ნარმანია "დაგი" და სხვა ნაზირლები პასუხს აგებენ ამისთვის ადრე თუ გვიან