
მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარია. გაითვალისწინეთ, რომ ბილეთი დანომვრასა და კატეგორიზაციას არ ექვემდებარება.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის საქართველო-სერბეთის ბილეთის ონლაინრეჟიმში ყიდვის შემთხვევაში, გულშემატკივარს საქართველო-ლატვიის ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთი საჩუქრად გადაეცემა. საჩუქარს გულშემატკივრები ელექტრონული ფოსტის საშუალებით, 25 მარტს მიიღებენ.
2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის, საქართველო-სერბეთის ბილეთების გაყიდვა ონლაინრეჟიმში 13 მარტიდან დაიწყო.
გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, შემდეგ ბმულზე www.tkt.ge/geovsrb შეუძლია. ბილეთის
28 მარტს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიის ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით