ქუთაისის სტადიონზე ტაბლო შეკეთდა, საფარი უმჯობესდება

AutoSharing Option
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, დაწყებულია მოედნის საფარის გაუმჯობესება, შეკეთდა ტაბლო და კვლავინდებურად იფუნქციონირებს.

"სამუშაოები სეზონის დასრულებისთანავე დავიწყეთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მინდორს კარგად მოვუაროთ.

ახლახან შევიძინეთ ბალახის საკრეჭი ტრაქტორი. საბედნიეროდ, სრულად უზრუნველყოფილნი ვართ იმისთვის, ზაფხულის მაღალმა ტემპერატურამ მინდორს პრობლემები რომ არ შეუქმნას.

გარდა ამისა, სტადიონის ტერიტორიაზე არსებულ სხვა ბუნებრივსაფარიან მოედნებსაც მივხედეთ; შეკეთდა ტაბლო, რომლისთვისაც ახალი პროგრამული უზრუნველყოფა გახდა საჭირო, რაც არცთუ მარტივი საქმე იყო.

სამუშაო ჯგუფთან ერთად, მაქსიმალურად ვეცდებით, სასურველი შედეგების მისაღწევად "ტორპედოს"
ყველანაირი პირობა შევუქმნათ", - ამბობს ქუთაისელთა ტექნიკური მენეჯერი გიგა ჩუბინიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სარბენი ბილიკები გადაკრასკეთ შავი რა უბედურებაა...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული