თედორე გრიგალაშვილი: თბილისის "დინამოსთვის" უარის თქმა იოლი არ იყო...

AutoSharing Option
22 წლის მცველმა თედორე გრიგალაშვილმა "სამტრედია" დატოვა. საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის გადაბირება თბილისის "დინამოს" სურდა. ეს ბუნებრივიცაა - "ზესტაფონში" გია გეგუჩაძე გრიგალაშვილს იყენებდა როგორც ცენტრალური მცველის, ისე მარჯვენა მცველის პოზიციაზე.

თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, გრიგალაშვილი რუსეთის პრემიერლიგისკენ იყურება და მალე გროზნოს "ტერეკს" მიაშურებს. ჩეჩნურ კლუბს ის 17 ივნისს, ავსტრიულ შეკრებაზე შეუერთდება.

გასაგებია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვიდრე ეს ყველაფერი ოფიციალურ სახეს არ მიიღებს, არაფერს ამბობს. "ლელომ" მას რამდენიმე კითხვით მიმართა...

- როგორც ვიცით, "სამტრედიი
დან" წამოხვედით...

- ასეა. ჩემსა და კლუბს შორის ხელშეკრულება დასრულებულია.

- სეზონის მეორე ნახევარი "სამტრედიაში" გაატარეთ. როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს?
- ხელი მუხლის ტრავმამ შემიშალა. ამან ბევრი გამაცდენინა. მკურნალობისა და სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ ბოლო მატჩები ვითამაშე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ამას ვამბობ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

- შიშის ფაქტორი გადალახულია?
- კი, ბოლომდე.

- საქართველოს თასის ფინალზე რას იტყვით? "სამტრედიის" მარცხს ასეთი ანგარიშით არავინ ელოდა...
- 0:5 წავაგეთ და რაღა უნდა ითქვას? მე მიმაჩნია, რომ ასეთი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით. ძალიან ვინერვიულე, ორი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. აქამდე ჩემს კარიერაში ასეთი იმედგაცრუება არ ყოფილა.

ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, თუმცა, ჩემი აზრით, უიღბლობაც იყო. ხუთი ბურთით წაგება? - ეს ნამდვილი კოშმარი იყო. ალბათ, ყველამ რაღაც დავაკელით. არ ვამბობ კონკრეტულად თასის თამაშზე, წინა რამდენიმე შეხვედრაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად...

- ვიცით, რომ თქვენი გადაბირება თბილისის "დინამოს" სურს...
- როცა შენით თბილისის "დინამო" ინტერესდება, ეს უკვე დიდი პატივია. ამ ეტაპზე ისე მოხდა, რომ უარი ვთქვი შეთავაზებაზე. არ იყო იოლი ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩემთვის სასიამოვნო იყო "დინამოსა" და ბატონი გია გეგუჩაძის ინტერესი.

- რატომ, უცხოური ვარიანტი გაქვთ?
- კი, არის ასეთი ვარიანტი... როგორც კი მეტი კონკრეტიკა იქნება, არ დავმალავ... ერთ-ერთი უცხოური გუნდია დაინტერესებული ჩემი გადაბირებით და ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეტყობა ჩვენ ნაკრებს რა უკეთეს ჩემპიონატში და რა ასჯერ უკეთეს გუნდშიც მიდიან...
11-s...
11:50 05-06-2015
0
ყველას ფულია ინტერესებთ .....,მომავალზე საქართველოს მომავალზე საერთოდ არ ფიქრობენ.
mumu
18:08 04-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული