თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, გრიგალაშვილი რუსეთის პრემიერლიგისკენ იყურება და მალე გროზნოს "ტერეკს" მიაშურებს. ჩეჩნურ კლუბს ის 17 ივნისს, ავსტრიულ შეკრებაზე შეუერთდება.
გასაგებია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვიდრე ეს ყველაფერი ოფიციალურ სახეს არ მიიღებს, არაფერს ამბობს. "ლელომ" მას რამდენიმე კითხვით მიმართა...
- როგორც ვიცით, "სამტრედიი
- ასეა. ჩემსა და კლუბს შორის ხელშეკრულება დასრულებულია.
- სეზონის მეორე ნახევარი "სამტრედიაში" გაატარეთ. როგორ შეაფასებდით ამ პერიოდს?
- ხელი მუხლის ტრავმამ შემიშალა. ამან ბევრი გამაცდენინა. მკურნალობისა და სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ ბოლო მატჩები ვითამაშე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ამას ვამბობ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
- შიშის ფაქტორი გადალახულია?
- კი, ბოლომდე.
- საქართველოს თასის ფინალზე რას იტყვით? "სამტრედიის" მარცხს ასეთი ანგარიშით არავინ ელოდა...
- 0:5 წავაგეთ და რაღა უნდა ითქვას? მე მიმაჩნია, რომ ასეთი ანგარიშით მარცხს არ ვიმსახურებდით. ძალიან ვინერვიულე, ორი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. აქამდე ჩემს კარიერაში ასეთი იმედგაცრუება არ ყოფილა.
ფეხბურთია და ყველაფერი ხდება, თუმცა, ჩემი აზრით, უიღბლობაც იყო. ხუთი ბურთით წაგება? - ეს ნამდვილი კოშმარი იყო. ალბათ, ყველამ რაღაც დავაკელით. არ ვამბობ კონკრეტულად თასის თამაშზე, წინა რამდენიმე შეხვედრაშიც ვერ გამოვიყურებოდით კარგად...
- ვიცით, რომ თქვენი გადაბირება თბილისის "დინამოს" სურს...
- როცა შენით თბილისის "დინამო" ინტერესდება, ეს უკვე დიდი პატივია. ამ ეტაპზე ისე მოხდა, რომ უარი ვთქვი შეთავაზებაზე. არ იყო იოლი ამ გადაწყვეტილების მიღება. ჩემთვის სასიამოვნო იყო "დინამოსა" და ბატონი გია გეგუჩაძის ინტერესი.
- რატომ, უცხოური ვარიანტი გაქვთ?
- კი, არის ასეთი ვარიანტი... როგორც კი მეტი კონკრეტიკა იქნება, არ დავმალავ... ერთ-ერთი უცხოური გუნდია დაინტერესებული ჩემი გადაბირებით და ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არც ჩემპიონთა ლიგა გაიტერესებთ და არც ევროპალიგა, წახვათ საერთოდ უცნობ "ჭ" კლასის გუნდში, ისეთში საერთოდ რომ ვერსდროს ვერ ეღირსება ევროტურნირებს. მთავარია ფული დანარჩენი...