"თუ იმას ველოდებით, რომ ვინმე არქიმედეს კანონივით ზუსტ პროგრამას დაწერს, ძალიან ვცდებით"

AutoSharing Option
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართულ ფეხბურთს სახელმწიფო პროგრამა არ ეღირსა. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ქართული ფეხბურთი დღემდე ქაოსურად, ერთიანი ხედვის გარეშე სულდგმულობს.

ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი და ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი არჩილ არველაძეც ამბობს, რომ საქმე მკვდარი წერტილიდან უნდა დაიძრას.

"როგორი პროგრამაც არ უნდა დაიწეროს, გამოჩნდებიან ადამიანები, ვისაც ის არ მოეწონება. ჩვენ თუ იმას ველოდებით, რომ ვიღაცა არქიმედეს კანონივით ზუსტ პროგრამას დაწერს, ძალიან ცდებით.

ჩემი აზრით, ამის არც უნდა შეგვეშინდეს. დავწეროთ პროგრამა და რაც არ მოგვეწონება, მერე ჩავასწოროთ. ყველაფერი იდეალურად გათვლილი არც
ერთ პროგრამაში არ იქნება.

თურქეთშიც ასე იყო და დროთა განმავლობაში ხარვეზები გამოასწორეს. მთავარია, არსებული რეალობა და ჩვენი ფეხბურთის უპირველესი მოთხოვნები გავითვალისწინოთ.

ყველამ იცის, რომ ნებისმიერი პროგრამა არსებული რესურსიდან და ქვეყნის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე იწერება. ყველამ იცის, რომ "მერსედესი" საუკეთესო მანქანაა, მაგრამ მისნაირს ვინც ვერ აწარმოებს, მანქანების გამოშვებაზე უარს კი არ ამბობს, ცდილობს, ჩამორჩენა მაინც შეამციროს.

არსებობს სხვადასხვა პროგრამა, რომელთაც ბევრი საერთო აქვთ. მაგრამ მათგან საუკეთესო პუნქტები ამოვკრიფოთ და გვიან, მაგრამ მაინც განვახორციელოთ", - ამბობს არველაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ისევ ტქვენ უნდა უშველოთ ქართულ ფეხბურტს არველაა დზებო
arce
21:50 13-06-2015
0
ნამეტანი ჭკვიანები ხართ არველაძეებიც და arce-ც.
jora
09:17 14-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული