ფონდი გამოყოფს 5 000 ლარს, რომელიც ჩაირიცხება სპეციალურ საქველმოქმედო ფონდში და ეს თანხა მოხმარდება სტიქიისგან დაზარალებულების დახმარებას.
ჩვენ ვწუხვართ მომხდარის გამო და განვიცდით იმ უმძიმეს მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდნენ სტიქიისგან დაზარალებული ეს ოჯახები.
არველაძეების ფონდი თხოვნით მიმართავს, ყველა სპორტსმენს და გულშემატკივარს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, გვერდში დაუდგნენ ჩვენ საყვარელ ქალაქს და დაზარალებულ ადამიანებს.