ქართული გუნდების მეტოქეები ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

AutoSharing Option
22 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპალიგის 2015/16 წლების სეზონის I საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად, ქართული გუნდების მეტოქეების ვინაობა გაირკვა.

თბილისის "დინამო" პირველ მატჩს საკუთარ მოედანზე აზერბაიჯანის "გაბალასთან" გამართავს. ბათუმის "დინამო" კვიპროსის "ომონიას" მიიღებს, "ცხინვალი" კი პირველ მატჩს სტუმრად რუმინეთის "ბოტოშანისთან" ჩაატარებს.

ევროპა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2 და 9 ივლისს გაიმართება.

თუკი თბილისის "დინამო" პირველ ეტაპს დაძლევს, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს თასის მფლობელი სლოვენიური "დომჟალესა" და სერბული "ჩუკარიჩკის" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ ეტაპზე "დინამო" პირველ მატჩს სტუმრად
გამართავს.

ბათუმის "დინამო" "ომონიასთან" წარმატების შემთხვევაში, მეორე ეტაპზე პოლონურ "იაგელონიასა" და ლიტვურ "კრუოიას" წყვილში მოგებულს შეხვდება. პირველ მატჩს ბათუმელები სტუმრად გამართავენ.

"ცხინვალი" პირველი ეტაპის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში პოლონურ "ლეგიას" დაუპირისპირდება, პირველ მატჩს კი სტუმრად გამართავს.

ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 16 და 23 ივლისს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
გორის "დილას" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბათუმის დინამოს ძალიან არ გაუმართლა უბრალოდ სხვა წონითი კატეგორიისა და სხვა დონის გუნდი შეხვდა რომელთანაც 0,0000001 პროცენტიც კი არ აქვს შანსი. ცხინვალიც ალბათ გავარდება მაგრამ მთლად უშანსოდაც არაა. აი დინამო კი აუცილებლად უნდა გავიდეს ყველა მიზეზ გარეშე.
dadu
16:08 22-06-2015
0
ცხინვალს ხო ტუზი დაეცა რა) ვერც ცხინვალი ვერ გავა
cxinvals
20:55 22-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული