ჩხიკვიშვილმა სუპერთასის ბილეთების გაყიდვის შეფერხების მიზეზები განმარტა და აღნიშნა, რომ სისტემაზე მოხდა ძალიან დიდი დატვირთვა.
"საიტს მოაწყდა ძალიან ბევრი ხალხი. ამჟამად მიმდინარეობს სისტემის სერიოზული განახლება, ემატება სერვერები, აპარატურა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საღამოსკენ სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. ჩვენ გვქონდა გათვლა, რომ რამდენიმე ათეულით გაიზრდებოდა მოთხოვნა, მაგრამ ნამდვილად გადააჭარბა ყოველგვარ მოლოდინს, იმიტომ, რომ უპრეცედენტოდ ბევრი იყო უცხოეთიდან შემოსული. ამჟამად
მანვე განმარტა, თუ რას ნიშნავს ბილეთების ლატარიის პრინციპით გაყიდვა.
"ეს ნიშნავს იმას, რომ საიტი ერთდროულად შესყიდვის უფლებით უშვებს გარკვეულ ჯგუფს, რამდენიმე ასეულ ადამიანს. შემდეგ, როგორც კი რომელიმე ამ ადამიანებისგან იყიდის ბილეთს, ადგილი გათავისუფლდება და ლატარიის პრინციპით ხდება შერჩევა შემდეგი მომხმარებლის, რომელიც არის რიგში", -აღნიშნა ჩხიკვიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ათასობით მომხმარებელი Biletebi.ge-ზე შესვლას დღეს დილიდან ვერ ახერხებს. საიტი ამ დრომდე გათიშულია.
საიტზე არსებული ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით