უეფას სუპერთასის ბილეთები ონლაინ რეჟიმში დღეს აღარ გაიყიდება

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის ბილეთები ონლაინ რეჟიმში დღეს, 23 ივნისს, აღარ გაიყიდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის არ არის გადაწყვეტილი ბილეთების გაყიდვის ალტერნატიული გზა და ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს.

მისივე განმარტებით, ბილეთების ონლაინ რეჟიმიდან ამოღების გადაწყვეტილება ტექნიკურ პრობლემებს უკავშირდება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

საიტზე არსებული ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეგ ბილეთები იყიდება რუსეთში ზუსტად,აბა საიდან ყიდიან?
gigi
14:25 23-06-2015
0
აქ დარიოზული მაფია დატრიალდა. ათმაგ ფასში გაიყიდება შავ ბაზარზე მალე ეგ ბილეთები.
1111
13:29 23-06-2015
0

სიახლეები პოპულარული