თბილისში "დინამო"-"ჰერტას" მატჩი და ლევან კობიაშვილის გაცილება იგეგმება

AutoSharing Option
დიდი შანსია, 7 სექტემბერს თბილისში ბერლინის "ჰერტა" ჩამოვიდეს და ამხანაგური მატჩი გამართოს თბილისის "დინამოსთან".

სწორედ ამ თამაშით უნდა გავაცილოთ დიდი ფეხბურთიდან 37 წლის ლევან კობიაშვილი, ვინც საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა. გეხსომებათ, მისი ბოლო კლუბი სწორედ "ჰერტა" იყო...

ამ დროისთვის საქმე ასეა: თამაშის გამართვაზე ყაბულს არიან "ჰერტაც" და "დინამოც". პატარა პრობლემა ისაა, რომ 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები დუბლინში თამაშობს ირლანდიასთან და საკითხავია, როგორ მოახერხებს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ორივე შეხვედრის რეპორტაჟის მოწყობას - პრობლემა დროშია...

იმედია, მალე ოფიციალური კონტრაქტი გაფორმდება მატჩის მონაწილე
ყველა მხარეს შორის და მერე ლევან კობიაშვილის გამოსათხოვარ მატჩს წინ ვერაფერი დაუდგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს კაი საქმეა ნამდვილად...
qomagi
12:15 26-06-2015
0
მანდამაინც უნდა დაემთხვეს თამაშები,თუ გამოცდას უწყობთ გულშემატკივარს,ვის უფრო მეტი მაყურებელი ეყოლება? ყველაფერი უკუღმა ჩვენთან როგორ უნდა მოხდეს
vaxvax
13:20 26-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული