თბილისში "დინამო"-"ჰერტას" მატჩი და ლევან კობიაშვილის გაცილება იგეგმება

AutoSharing Option
დიდი შანსია, 7 სექტემბერს თბილისში ბერლინის "ჰერტა" ჩამოვიდეს და ამხანაგური მატჩი გამართოს თბილისის "დინამოსთან".

სწორედ ამ თამაშით უნდა გავაცილოთ დიდი ფეხბურთიდან 37 წლის ლევან კობიაშვილი, ვინც საქართველოს ნაკრებში 100 მატჩი ჩაატარა. გეხსომებათ, მისი ბოლო კლუბი სწორედ "ჰერტა" იყო...

ამ დროისთვის საქმე ასეა: თამაშის გამართვაზე ყაბულს არიან "ჰერტაც" და "დინამოც". პატარა პრობლემა ისაა, რომ 7 სექტემბერს საქართველოს ნაკრები დუბლინში თამაშობს ირლანდიასთან და საკითხავია, როგორ მოახერხებს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ორივე შეხვედრის რეპორტაჟის მოწყობას - პრობლემა დროშია...

იმედია, მალე ოფიციალური კონტრაქტი გაფორმდება მატჩის მონაწილე
ყველა მხარეს შორის და მერე ლევან კობიაშვილის გამოსათხოვარ მატჩს წინ ვერაფერი დაუდგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დააყენონ დინამოზე დიდი ეკრანები და ბარემ მანდვე უყუროს ხალხმა ნაკრების თამაშს, მას შემდეგ რაც კობის გაცილების მატჩი დასრულდება :)
0
ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, დუბლინში თამაში იწყება 22:45-ზე და კობის მატჩი დაიწყება ალბათ 7-ზე და მოესწრება ყველაფერი, მშვენიერი საფეხბურთო ზეიმი იქნება
ქომაგი
13:48 26-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული