ხელშეკრულება 2 წელიწადზეა გათვლილი, ფორმა ჩამოსულია. ეს ზუსტად იმავე ხარისხის ფორმაა, რაც თბილისის "დინამოს" აცვია.
საქართველოში კომპანია "ადიდასის" წარმომადგენელი გიორგი გოგოლაძე ამბობს:
"ჩვენ ორივე "დინამო" შევმოსეთ. თბილისელებთან ხელშეკრულება გასული სეზონის დასაწყისში გაფორმდა. ეს საქართველოში ჩვენი პირველი პროექტი იყო, რომლითაც ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა.
ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელებს კი ახლა დაველაპარაკეთ. რადგან ეს არის ტრადიციული და
იმედია, ჩვენი ფორმით ორივე გუნდი შიდა და საერთაშორისო არენაზე წარმატებას მიაღწევს", - ამბობს გოგოლაძე და იქვე დასძენს, რომ ქართულ ბაზარზე "ადიდასის" ხარისხიან პროდუქციას დაამკვიდრებს:
"არ განვავრცობ, საქართველოში რა ხდება - ეს ყველამ იცის. გერმანული კომპანიის მთავარი მიზანი კი გუნდების ხარისხიანი პროდუქციით მომარაგებაა. ამით ბევრ უსიამოვნო მოვლენას დაესმება წერტილი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"