უეფას სუპერთასის ბილეთები სალაროებში გაიყიდება

AutoSharing Option
უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთები სალაროებში გაიყიდება, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უეფასთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს.

როგორც სიჭინავამ განმარტა, biletebi.ge ბილეთებს აღარ გაყიდის.

"უეფასთან გვექნება ხვალ კონსულტაცია, სადაც დავგეგმავთ, თუ როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება და ა.შ. ბილეთების დაბეჭდვა ხვალვე დაიწყება", - აღნიშნა სიჭინავამ.

მისივე თქმით, სალაროებში გაიყიდება ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთები. სიჭინავას განმარტებით, მათ, ვინც ბილეთები იყიდა, შეუნარჩუნდებათ.

IPN
მკითხველის კომენტარები / 4 /
თანამედროვ ტექნოლოგიებიდან უკან სალაროში. ვაი თქვენს პატრონს უბედურს.ფედერაციამ (უპირველესად სიჭინავამ და არველაძემ) შავ ბაზარზე აიღო ორიენტაცია. მოშორდით ფედერაციას თქვე მართლა ....
Nodari
11:06 01-07-2015
0
ეხლა ნახეთ სიჭინავა და არველაძე რა მაყუთს მოგლეჯენ!
irakli
10:41 01-07-2015
0

სიახლეები პოპულარული