გია გეგუჩაძე: ვფიქრობ, ზეიმი ნაადრევია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ აზერბაიჯანულ "გაბალასთან" (2:1) ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ზეიმი ნაადრევია. ჩემი ფეხბურთელები შევაქე გასახდელში ამ გამარჯვების გამო. ეს გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა იმის გათვალისწინებით, რომ კაცნაკლულნი ვთამაშობდით მეორე ტაიმში.

საკმაოდ დიდი როლი ითამაშა გამარჯვებაში მოედანზე შესულმა ალექსანდრე იაშვილმა.

ყოველთვის იმ პრინციპით ვმოქმედებთ, რომ ვინც უკეთესად თამაშობს, მოედანზე ის გამოდის. ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენმა მეკარემ ცუდად ითამაშა.

რაც შეეხება  ტრავმირებულ ფეხბურთელებს, ცინცაძეს არ მგონია, რამე სერიოზული სჭირდეს, მაგრამ მაინც შემოწმება უნდა
გაიაროს. ჭანტურიშვილმა კი ტრავმის გამო ვერ გააგრძელა თამაში.

რაც შეეხება "გაბალას" თამაშს, ეს ძალიან კარგი გუნდია. ჩვენი ფეხბურთელების დამსახურებაა, რომ "გაბალამ" საკუთარი ფეხბურთი ვერ ითამაშა. წინასწარ ვერ ვიტყვი, გაშვებული გოლი როგორ იმოქმედებს დაპირისპირების საბოლოო შედეგზე", - განაცხადა გეგუჩაძემ.

შეგახსენებთ, რომ საპასუხო მატჩი 9 ივლისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა თქმა უნდა საზეიმო მაშინ იქნება თუ აზერბაიჯანელებს გამოვთიშავთ გათამაშებიდან მაგრამ ახლაც საზეიმოა დღეს იყო ის დინამო რომელიც გვახსოვს გამარჯვების დინამო
ემზარი
22:40 02-07-2015
0
უფროსერიოზულ გუნდთან კაი დიდი ანგარიშით დავმარცხდებოდით
რომანი
09:13 03-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული