"გაბალას" სტადიონზე ქართველების შეურაცხმყოფელი ბანერი არ იქნებაო...

AutoSharing Option
ფოტოზე: სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო, რომელზეც ორი უცნობი პირი საქართველოს სახელმწიფოსა და "დინამოს" სიმბოლიკას წვავს

აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებები თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" მატჩის შემდგომ მომხდარ ინციდენტზე წერენ. კერძოდ, მათი ცნობით, მატჩის დასრულების შემდეგ "გაბალას" ქომაგებს თავს დაესხნენ ქართველი გულშემატკივრები, წაართვეს დროშები, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ფეხქვეშ გათელეს აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა.


აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულისგან ბოდიშის ოფიციალურად მოხდა მოითხოვა. სამეზობლოში იმასაც წერენ, თითქოს სტადიონზე იყო
გამოფენილი პლაკატი კახთან და ზაქათალასთან დაკავშირებით; ასევე, ვითომ უკუღმა მხრიდან გამოუფენიათ "გაბალასა" და აზერბაიჯანის დროშები.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ არავის მისცემს უფლებას, ჩრდილი მიაყენოს აზერბაიჯანთან ურთიერთობას. მანვე შესაბამის ორგანოებს მომხდარის გამოძიება დაავალა.

ამასთან, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის გენმდივანი ელხან მამედოვი დაუკავშირდა ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას, რომელმაც პირობა მისცა, რომ გაერკვევა პრობლემაში და დამნაშავეები გამოაშკარავდებიან. ამასაც აზერბაიჯანული მედია წერს.

ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის "დინამომ" კლუბის ოფიციალური პოზიცია განცხადებაში დააფიქსირა (იხილეთ ვრცლად)

კომენტარი გააკეთა "გაბალას" ვიცე-პრეზიდენტმა ფარიზ ნაჯაფოვმა:

"თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ თბილისში "გაბალას" მიღება და საერთოდ, მატჩის ორგანიზაცია უმაღლეს დონეზე იყო, არანაირი პრობლემა არ გვქონია.

გავიგე, რომ ადგილობრივ გულშემატკივრებსა და "გაბალას" ფანატთა ჯგუფ "სექტორ 11"-ის წევრებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ეს ჯგუფი ჩვენთან ერთად წამოსულა თბილისში...

პლაკატისა და აზერბაიჯანის დროშის შეურაცხყოფის თაობაზე კი შემიძლია ვთქვა ერთი - ეს პროვოკატორების ნახელავია. პლაკატი ტრიბუნებიდან მოხსნეს მაშინვე, როგორც კი საქმეში ჩვენი მხარე ჩაერია...

რაც შეეხება საპასუხო მატჩს, ყველა იყოს მშვიდად - უსაფრთხოება იქნება უმაღლეს დონეზე. ეს ეხება როგორც უშუალოდ "დინამოს", ისე საქართველოდან ჩამოსულ სტუმრებს. "გაბალას" სტადიონზე არანაირი შეურაცხმყოფელი ბანერი არ იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
თამაშით დინამო ძალიან სუსტი იყო მასე ვერ გავცდებით გაბალაა თუ შAმბალაა :D
0
არ შეიძლება ასეთი პროვოკაციები, უნდა გაუზარსო ამ ხალხმა რომ ამით თვის გუნდს და ქვეყანას ზიანს აყენებს.
ირაკლი
11:56 06-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული