შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინათ, საქართველოს დედაქალაქში მასპინძელმა 2:1 მოიგო.
აზერბაიჯანულმა მხარემ თბილისურ მატჩისშემდგომ ინციდენტს ბევრი დრო და ადგილი დაუთმო და ამის დამადასტურებელი ფოტომასალაც გამოფინა. იმედი გვაქვს, დღევანდელ შეხვედრაზე ეს გავლენას არ მოახდენს.
აქვე ვთქვათ, რომ "დინამოს" ვერ დაეხმარება
"გაბალას" აქვს ფული, ჰყავს ლეგიონერები, მაგრამ "დინამო" ამ წყვილის აუტსაიდერი სულაც არ გვგონია.
ფოტოზე: გია გეგუჩაძე და ჯაბა ჯიღაური პრესკონფერენციაზე
თავდაპირველად, აზერბაიჯანელი ჟურნალისტების ცნობისმოყვარეობა "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ დააკმაყოფილა:
- პირველი მატჩის შედეგი ნათლად გვიჩვენებს, რომ რთული თამაში იქნება. ჩვენი გუნდი ამ შეხვედრისთვის კარგად მოემზადა. მიმაჩნია, რომ შანსები თანაბარია...
ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება ფეხბურთელების ხასიათს. მისი სიმტკიცე განაპირობებს ამა თუ იმ გუნდის წარმატებასა და წარუმატებლობას...
ჩვენი მოწინააღმდეგის მთავარი პლუსი შინაური კედლებია. როცა საკუთარი გულშემატკივარი გამხნევებს, თამაში იოლია.
ჩემს ფეხბურთელებთან უკვე გავამახვილე ამ თემაზე ყურადღება. მათ უნდა ითამაშონ კარგი ფეხბურთი და გამოავლინონ ფსიქოლოგიური სიმტკიცე...
"გაბალას" უკრაინელი მთავარი მწვრთნელი რომან გრიგორჩუკი იმედიანადაა ევროპალიგის საპასუხო მატჩის წინ:
- ყველაფერი ნორმალურად არის. ჩვენი გუნდი განწყობილია მოსაგებად. პირველ შეხვედრაში არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ და ვიცით, რომ ეს ნაკლი აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ ხუთშაბათის შეხვედრაში...
სწრაფი გოლი კარგია. მას, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თავდაჯერება მოაქვს. ამიტომ ჩვენ გვინდა, გავიტანოთ სწრაფი გოლი. ამის მიუხედავად, არ მგონია, ეს მთავარი მიზანი იყოს. ვალდებულნი ვართ, უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე პირველ შეხვედრაში. სხვანაირად არ გამოვა...
შესაძლოა, თბილისური შეხვედრის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებებს მივმართოთ. გუნდში არაერთი ახალი ფეხბურთელია და როტაცია გარდაუვალია. ახალ გუნდს ვაშენებთ. ახალწვეულებს დრო სჭირდებათ. შესაძლოა, "დინამოს" წინააღმდეგ ვერ ვაჩვენოთ იდეალური თამაში. ამიტომ უკეთესი იქნებოდა, ჯერ შინ ჩაგვეტარებინა შეხვედრა...
არ მინდა, ვილაპარაკო თბილისურ ინციდენტზე. საერთოდაც, ძალიან არ მინდა, ასეთი რამეები ხდებოდეს. ფეხბურთი უნდა იყოს მხოლოდ ფეხბურთი. არც ფეხბურთელებთან მინდა ამ თემაზე საუბარი...
პირველი მატჩის წინ ვახსენე ანგარიში - 5:0. ჩვენ სულ გვინდა, რომ 5:0 მოვიგოთ. ხან გამოდის და ხან არა. ყოველთვის ვერ გამოვა...
ახლა არ შემიძლია ვთქვა, რომ ფიზიკური თვალსაზრისით, ბოლომდე იდეალურად ვართ მზად. დროთა განმავლობაში ყველაფერი კარგად იქნება. ცდას არავინ აკლებს, მაგრამ მაინც სეზონის დასაწყისია...
დავუყენებ თუ არა პერსონალურ მეურვეს გიორგი პაპუნაშვილს? ჩვენ ვიმოქმედებთ იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რომელიც ამ ეტაპზე "დინამოს" თაობაზე გვაქვს. ჩვენ არავისთან გვითამაშია პერსონალური მეურვეობის გამოყენებით...
პენალტების შესრულებაზე სპეციალურად არ ვვარჯიშობთ, მაგრამ ამაზეც ვფიქრობ. ოღონდ ჩვენ წინასწარ არ უნდა ვისაუბროთ თერთმეტმეტრიანების სერიაზე, თორემ ჩვენთვისვე იქნება ცუდი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"