თბილისის "დინამო" გაბალაში დამარცხდა და ევროპალიგას დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ივლისს თბილისის "დინამომ" სტუმრად აზერბაიჯანულ "გაბალასთან" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა, რითაც ტურნირში გამოსვლა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება თბილისში დინამოელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანული გუნდი გავიდა...

მატჩის პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე 45-ე წუთამდე არ მისულა. ზედ შესვენების წინ კი ახლო მანძილიდან რაშად სადიგოვის თავურის შემდეგ მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ "დინამო" აშკარა გოლისგან იხსნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში
ჯერ ფლორესკუს შეეძლო დინამოელთა მცველების არეულობით სარგებლობა და ბურთის კარში გადაგზავნა, შემდეგ კი მშვენიერი სოლო-რეიდის წარმატებული დარტყმით გიორგი პაპუნაშვილმა ვერ დაასრულა.

66 წუთზე "გაბალას" მეკარემ ბურთზე მთლად კარგად ვერ ითამაშა, რის შემდეგაც ბურთი გიორგი ქვილითაიას მოხვდა და კარში შეგორდა. თუმცა, ფრანგმა მსაჯმა ამორი დელერუმ დინამოელთა ფორვარდზე ხელით თამაში დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

71-ე წუთზე კი "დინამო" 10 კაცით დარჩა - მსაჯმა მოედნიდან უწყინარ სიტუაციაში უხეშობისთვის თბილისელთა კაპიტანი ლაშა თოთაძე გააძევა. შეიძლება ითქვას, ამ ეპიზოდმა დიდად განაპირობა მატჩის შედეგი...

ამის შემდეგ "გაბალა" დიდი ძალებით გადავიდა დინამოელთა ნახევარზე. ერთ ეპიზოდში პაპუნაშვილს სწრაფი კონტრშეტევის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ მასპინძელთა მეკარემ ბურთის კუთხურზე მოიგერიება შეძლო.

"გაბალამ" ბოლო ხუთი წუთი თბილისის "დინამოს" კართან შტურმი მოაწყო და 88-ე წუთზე სერგეი ზენევის დარტყმულის შემდეგ ანგარიში გაიხსნა კიდეც - 1:0.

ბოლო წუთებზე "დინამომ" სცადა გარდატეხის შეტანა, თუმცა ამაოდ - მსაჯის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე "გაბალას" ქომაგი ალექსეი ანტონოვმა გააბედნიერა - 2:0.

თბილისის "დინამომ" მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ჰრდლიჩკა, თოთაძე, ტვილდიანი (84, ჯანელიძე), რენე ფერეირა, ჭელიძე, ცინცაძე, პაპუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, იაშვილი (61, კიტეიშვილი), ქვილითაია (74, გურული).
მკითხველის კომენტარები / 20 /
ჯალათი თოთაძე გაუშვით, ჯერ ჩაარტყა და მერე მიაწვა, წითელია ეგ
dudu
17:05 10-07-2015
0
ყასაბი თოთაძე მოაცილეთ
dudu
17:02 10-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული