თბილისის "დინამო" "გაბალასთან" მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით უეფას მიმართავს

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" მატჩზე 9 ივლისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით "დინამოს" კლუბის ხელმძღვანელობა უეფას მიმართავს.

ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას "დინამოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჯღარკავამ განაცხადა.

ნიკოლოზ ჯღარკავას განცხადებით, იმის გამო, რომ მატჩზე იყვნენ კონცენტრირებულნი, საქართველოს დროშის დაწვის ფაქტი არ შეუმჩნევიათ.

"ფაქტი საჭიროებს გაანალიზებას. რა თქმა უნდა, კლუბის მხრიდან იქნება შესაბამისი განცხადება გაკეთებული და ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ", - განაცხადა ჯღარკავამ.

მისივე თქმით, მომხდარს უეფას აცნობებენ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში, ადგილობრივ "გაბალასა" და თბილისის "დინამოს" გუშინდელ მატჩზე არასასიამოვნო
ინციდენტი მოხდა.

იხილეთ უფრო მეტი ინფორმაცია მომხდარი ინციდენტის შესახებ:

- აზერბაიჯანელთა შურისძიება: საქართველოს დროშა ფეხქვეშ გათელეს [VIDEO+PHOTO]

იხილეთ მატჩის მიმოხილვა:

- ­გაბალა-დინამო (თბ) 2:0 - მშვიდობით, ევროპავ! [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 6 /
ანუ დინამოს გულშემატკივარი არაფერ შუაშია თბილისში მომხდარ ფაქტთან? კარგი, მაშინ ცოტა ძველი ისტორია გაიხსენეთ? ვინ დაიწყო დროშების მოპარვა და შეურაწყოფა საქართველოში?
giga
17:41 10-07-2015
0
გიგა, აზერების საწინააღმდეგო ჩვენ არაფერი არ გვაქვს, უბრალოთ თბილისში უამრავი სომეხი ცხოვრობს და განაგონი მაინც გექნება სომხების და აზერების ურთიერთობაზე. ეს რაც საქართველოში მოხდა ქართველების გაკეთებული არ არის და აზერბაიზანში თვითონ აზერებმა გააკეთეს ჩვენი დროშის და ქვეყნის შეურაცყოფა. ამიტომ უნდა დაისაჯონ მკაცრად.
anti
14:31 10-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული