აქედან გასაყიდ ბილეთებს შორის დარჩენილია 18-ლარიანი 9 898 ბილეთი და 35-ლარიანი 8 579 ბილეთი.
რაც შეეხება პირველი კატეგორიის 75 ლარიან ბილეთებს, ის სრულად არის გაყიდული. მონაცემები ვაკის პარკში დამონტაჟებულ სპეციალურ ტაბლოზეა გამოსახული.
რაც შეეხება უეფას სუპერთასის ბილეთების მყიდველებს, ისინი კვლავ ვაკის პარკში არიან შეკრებილები. ბილეთების მყიდველთა რიგი დილის მონაცემებთან შედარებით დაკლებულია.
ბილეთების გაყიდვა დღეს, 09.00 საათიდან დაიწყო.
უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.