ბილეთების რიგში მყოფი სამი მამაკაცი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს

AutoSharing Option
ვაკის პარკში, უეფას სუპერთასის ბილეთების რიგში მყოფი კიდევ ორი მამაკაცის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს , ორი მამაკაცი ექიმებს ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავთ.

მანამდე, კრუნჩხვის დიაგნოზით, ერთი მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

ვაკის პარკთან, დღის განმავლობაში მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 5 ბრიგადა.

სასწრაფოს ექიმებს მოუწიათ რამდენიმე მოქალაქისთვის ადგილზე დახმარების გაწევა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები ადგილზე რჩებიან და საჭიროებისამებრ, ბილეთების რიგში მდგომებს დახმარებას აღმოუჩენენ.

IPN
მკითხველის კომენტარები / 1 /
სტადიონი არ გაივსება ბოლომდე.. გადამყიდველების გამო
აი ნახავთ
2427
18:21 12-07-2015
0

სიახლეები პოპულარული